Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება სათამაშოების ბაზრის დაცულობასაც მოიცავს


4 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ გობეჯიშვილი, "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" (CSRDG) წარმომადგენელი. მან ილაპარაკა სათამაშოების უსაფრთხოების საკითხზე, რომელიც საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაშიც არის ასახული და კონკრეტულ ვალდებულებებს ითვალისწინებს სათამაშოების ბიზნესის რეგულაციას უსაფრთხოების ნორმების დასაცავად. CSRDG-ს წარმომადგენელი ყვება ორგანიზაციის გამოცდილებაზე საქართველოს ბაზარზე სათამაშოების უვნებლობაზე დაკვირვება-შესწავლის სფეროში. ორგანიზაციამ რამდენჯერმე შეისყიდა სათამაშოების ნიმუშები და ის ქიმიურ ანალიზზე გაგზავნა. ბოლო ასეთი შემოწმება 2017 მოხდა. მიღებული შედეგები შედარებულია ევროპულ ნორმებთან. ჩვილ ბავშვთა სათამაშოების ნიმუშები ევროპულ ნორმებს შეესაბამებოდა, მოზრდილი ბავშვების სამიდან ორ ნიმუშში მავნე ნივთიერებები ევროპულ ნორმებს აჭარბებდა. თამარ გობეჯიშვილი თვლის, რომ კარგი იქნებოდა მომავალში საქართველოში რომელიმე ადგილობრივ ლაბორატორიას შეესრულებინა ეს საქმე. თუმცა, მანამდე საჭიროა მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმა სახელმწიფოს მხრიდან. ის ვალდებულია 2019 წლიდან შეუდგეს ვალდებულებების შესრულებას სათამაშოების ბაზრის უვნებლობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს არ აქვს სათამაშოების უვნებლობის უზრუნველმყოფი საქმიანობის გამოცდილება და მას შესაბამისი კადრების მომზადებაშიც დასჭირდება ევროკავშირის დახმარება.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG