რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თითქმის მთელი წელი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ - ინტერვიუ დავით ფარადაშვილთან


დავითი ერთ-ერთია 20 ივნისის აქციაზე დაშავებულთაგან, რომელიც პროტესტისას მიღებული ტრავმის გამო დღეების განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისი მკურნალობის პროცესი ახლაც გრძელდება - ისტორია, რომელსაც რადიო თავისუფლებას უყვება, ხანგრძლივი მკურნალობის და შიშით ცხოვრების გარდა, იზოლაციის ამბავიცაა. დავითს კლინიკაში დაცვა ჰყავდა დანიშნული - ოჯახის წევრების გარდა ვინმე სხვას რომ ვერ ენახა.

20 ივნისის შემდეგ ეს მისი პირველი ვრცელი ინტერვიუა. აქციიდან 1 წლის შემდეგ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, არ ჰყავს ადვოკატი და შიშობს,მისი “ზედმეტი” აქტიურობის გამო სახელმწიფომ უარი არ თქვას მკურნალობის დაფინანსებაზე.დავითის, ისე როგორც სხვა დაშავებულების მკურნალობას სახელმწიფოს ნაცვლად "ფონდი ქართუ" უზრუნველყოფს.
​
XS
SM
MD
LG