Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იბსენის „ხალხის მტერი“


იბსენის „ხალხის მტერი“
please wait

No media source currently available

0:00 0:34:56 0:00
ლიტერატურულ გადაცემა „წახნაგებს“ შემოაქვს ახალი რუბრიკა – „თავისუფლება“. პოლიტიკურ თავისუფლებას დასავლელმა ადამიანმა მეტ-ნაკლებად თითქოს მიაღწია, მაგრამ არსებობს სხვა, გაცილებით უფრო რთულად მისაღწევი ფენოიენი, უმრავლესობის დიქტატურისგან თავისუფლება. მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლები უაღრესად ნაყოფიერი აღმოჩნდა ამ თემისათვის, ევროპის ორ განაპირას, ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში თითქმის ერთდროულად იქმნება უმრავლესობასთან დაპირისპირებული ლიტერატურული გიგანტების სახეები, იბსენისეული ექიმი სტოკმანი ნორვეგიაში (1882 წ.) და ვაჟასეული ალუდა ქეთელაური (1886 წ.) საქართველოში. დიდმა ნორვეგიელმა, სკანდინავიის შექსპირად წოდებულმა ჰენრიკ იბსენმა მაყურებლის მიერ გენიალური პიესის, „მოჩვენებების“, არმიღების საპასუხოდ დაწერა „ხალხის მტერი“, თავისი ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი სოციალური დრამა, რომელშიც ერთი ადამიანი მთელ საზოგადოებას დაუპირისპირდა. ჩვენი ალუდასი არ იყოს, თავდაპირველად ექიმი სტოკმანი საყოველთაოდ აღიარებული და საყვარელი პიროვნება იყო სამხრეთნორვეგიული პატარა ქალაქისთვის, რომელშიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ, სწორედ ამ ექიმის დამსახურებით, სამკურნალო წყალი აღმოაჩინეს. ამან ქალაქი წინ წასწია, დამსვენებელთა რაოდენობა მკვეთრად იმატა, ცხოვრება გაუმჯობესდა, საკუთრების ფასი გაიზარდა; მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს სწორედ ექიმმა სტოკმანმა აღმოაჩინა, რომ სამკურნალო წყაროს კანალიზაციის ნარჩენები სასიკვდილოდ ხდიდა პაციენტებისთვის და სისტემის რეაბილიტაციის დიდი გეგმაც შეიმუშავა. ეს კი თურმე არავის არ უნდა. ექიმს ჯერ ნაწილი, შემდეგ კი მთელი საზოგადოება დაუპირისპირდება და ცამდე მართალ კაცს „ხალხის მტრად“ გამოაცხადებს. კაცმა რომ თქვას, ის მართლაც მტერია იმ ხალხისა, რომელმაც გამორჩენის გამო ადამიანური სახე დაკარგა...
XS
SM
MD
LG