Accessibility links

იდა ბახტურიძე: "ფემიციდი არ არის სხვა მკვლელობების მსგავსი"


16 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო იდა ბახტურიძე, "ქალთა მოძრაობის" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა ფემიციდის შესახებ პეტიციაზე. დოკუმენტში წამოჭრილი საკითხების განხილვის დაყწების გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა 15 მაისს მიიღო. იდა ბახტურიძე განმარტავს პეტიციის მოთხოვნებს: რომ ფემიციდი განსხვავდება სხვა ტიპის მკვლელობებისგან და როცა ქალს კლავენ იმის გამო, რომ ის ქალია, დამნაშავე უფრო მკაცრად უნდა დაისაჯოს. პეტიციის ხელმომწერები მოითხოვენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ჩაიწეროს სპეციალური მუხლი ფემიციდის შესახებ, ან გენდერულად მოტივირებული მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებად განისაზღვროს და სასჯელად განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13-20 წელი, სხვა დამამძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში კი სასჯელის ზომად განისაზღვროს უვადო პატიმრობა. იდა ბახტურიძე ამბობს, რომ ახლა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კომპეტენციაა დაარწმუნოს თავისი კოლეგები ფემიციდისთვის კანონის გამკაცრების საჭიროებაში. გარდა ამისა, პეტიციის ხელისმომწერები მოითხოვენ პრეზიდენტმა "არ გამოიყენოს შეწყალების უფლებამოსილება ფემიციდსა და სხვა გენდერული სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე".

იდა ბახტურიძე ფემიციდისთვის სასჯელის გამკაცრებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:18:40 0:00
Direct link

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG