Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვა - განახლებადი

2026 წლის 22 მარტს კრძალავენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ილია მეორე გარდაიცვალა 17 მარტს. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

11:45 22.3.2026

სამების ტაძარში მივიდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები. წირვა-ლოცვას ესწრება რუსეთის საპატრიარქოს მიერ გამოგზავნილი ბელარუსის ეგზარქოსი. ასევე სხვა ქვეყნების ეკლესიების დელეგაციები

11:21 22.3.2026

მერიამ საპარკინგე ადგილები გამოყო ცენტრალურ მოედნებზე

თბილისის მერიის ცნობით, ილია მეორის დაკრძალვისთვის დღეს, 22 მარტს, ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო.

ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან, - კერძოდ კახეთიდან და ქვემო-ქართლიდან - ჩამოსული ავტომანქანების პარკირებისთვის განკუთვნილი იქნება შემდეგი ადგილები:

ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ასევე კრწანისის მოედნიდან აბანოებამდე მარჯვენა სანაპიროზე.

დასავლეთიდან წამოსული სატრანსპორტო საშუალებებისათვის კი პარკირების ადგილი გამოყოფილია:

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და ასევე თავისუფლების მოედანზე.

11:20 22.3.2026

„ტაბულის“ ცნობით, თბილისში ილია მეორის დაკრძალვაზე რუსეთის ეკლესიის 80-კაციან დელეგაციაში, - რომელსაც ბელარუსის ეგზარქოსი ხელმძღვანელობს, - არის მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევიც.

ალფეევს, - მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ყოფილი თავმჯდომარე, - 2024 წელს სასულიერო მოვალეობები ჩამოართვეს მას შემდეგ, რაც გაეხვა სკანდალში სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით.

ის არაერთხელ არის ნამყოფი ვიზიტით თბილისში, მათ შორის 2017 წლის 1 ნოემბერს, რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის რანგში.

10:53 22.3.2026

თბილისის აეროპორტში დაეშვა სომხეთის დელეგაცია პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანის ხელმძღვანელობით. იგი ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება.

მას აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა
მას აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG