Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვა - განახლებადი

2026 წლის 22 მარტს კრძალავენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ილია მეორე გარდაიცვალა 17 მარტს. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

12:02 22.3.2026

დაკრძალვის ცერემონიაზე მივიდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მათ შორის ევროკავშირის, ბრიტანეთის, გერმანიის ელჩები.

იქ არის აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეც.

11:52 22.3.2026

პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე სამების ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მივიდა.

სამებაში „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებიც იმყოფებიან სტუმრებთან ერთად.

ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად დაცვის თანხლებით მივიდა სამების საკათედრო ტაძარში
ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად დაცვის თანხლებით მივიდა სამების საკათედრო ტაძარში
11:50 22.3.2026

რადიო თავისუფლება აგრძელებს როგორც სამებიდან, ისე სიონის ტაძრიდან მუშაობას.



11:46 22.3.2026

დაკრძალვის ცერემონიის პარალელურად, ჯარისკაცები დროშებით გამწკრივებული არიან გზაზე, სიონის ტაძრამდე, სადაც ილია მეორეს დაკრძალავენ.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG