პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიაზე სამების ტაძარში ბიძინა ივანიშვილი მივიდა.
სამებაში „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებიც იმყოფებიან სტუმრებთან ერთად.
დაკრძალვის ცერემონიაზე მივიდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
მათ შორის ევროკავშირის, ბრიტანეთის, გერმანიის ელჩები.
იქ არის აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეც.
მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი თბილისში ჩამოვიდა.
ის უკვე მივიდა სამების საკათედრო ტაძარში.
განრიგის თანახმად, 12:15 საათიდან მან წესის აგებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.
სამების საკათედრო ტაძარში მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი მიტროპოლიტ შიოსა და სინოდის წევრებთან ერთად ასრულებს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურებას.
ფორუმი