Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვა - განახლებადი

2026 წლის 22 მარტს კრძალავენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. ილია მეორე გარდაიცვალა 17 მარტს. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

14:01 22.3.2026

კრემლის საიტზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა მიხაილ შვიდკოიმ „რუსეთის ლიდერის ღრმა სამძიმარი გადასცა საქართველოს სასულიერო პირებსა და ხალხს“.

14:14 22.3.2026

მსოფლიო პატრიარქისა და მიტროპოლიტი შიოს შემდეგ საზოგადოებას პოლიტიკური ლიდერები მიმართავენ.

14:28 22.3.2026

„გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია" - მიტროპოლიტი შიო

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურების შემდეგ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მრევლს და ტაძარში შეკრებილებს მიმართა:

„გლოვობს სრულიად საქართველო, ჩვენი ერი და ეკლესია და ამქვეყნიური ცხოვრებიდან აცილებს ჩვენს საყვარელ სულიერ მამას და წინამძღოლს, უწმინდესსა და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილიას”.

მიტროპოლიტმა შიომ საქართველოში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველს, სრულიად ბულგარეთის პატრიარქ დანიელს, სრულიად ალბანეთის მთავარეპისკოპოს იოანეს, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტ როსტისლავს, ამერიკის და კანადის მიტროპოლიტ ტიხონს და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს.


14:29 22.3.2026

"თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“ - მიხეილ ყაველაშვილი

სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წესის აგების მსახურების შემდეგ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველშვილმა მრევლს და ტაძარში შეკრებილებს მიმართა.

ყაველაშვლის სიტყვებით "დღეს ჩვენ თვალს ვუსწორებთ ეპოქას, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატრიარქის საქართველო“.

"დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, როდესაც ჩვენი ქვეყანა უმძიმეს ქარტეხილებს გადიოდა, თქვენ იყავით ერის მთავარი საყრდენი. როცა ირგვლივ სასოწარკვეთა ისადგურებდა, თქვენი მშვიდი ხმა გვევლინებოდა ნუგეშად და გადარჩენის იმედად. თქვენ გვასწავლეთ, რომ ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამსაც კი, გამოსავალი უფლის რწმენასა და ერთმანეთის სიყვარულშია“, - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG