Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 2022 წელი
კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 2022 წელი

გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - ლაივბლოგი

დღეს, 2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი.

12:06 17.3.2026

კავკასიის მედიცინის ცენტრში მიხეილ ყაველაშვილი მივიდა

კავკასიის მედიცინის ცენტრში მივიდა „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი.

პოლიტიკური თანამდებობების პირები დილიდან მიდიან პატრიარქის ამბის გასაგებად. კლინიკაში იყო მისული კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.

11:32 17.3.2026

კლინიკაში, სადაც პატრიარქი წევს, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მივიდა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ცნობით, „განსაკუთრებული სიახლის თქმა არ შეუძლია“, თუმცა იმედს იტოვებს, რომ პატრიარქი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას დაძლევს.

„იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება... ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს მდგომარეობა დაიძლიოს, რაც მას ახლა აწუხებს.. მე ექიმებთან საუბარი არ მქონია, მაგრა ყველა ვინც იქ იმყოფება, დამაიმედებელი განწყობა აქვთ“, - უთხრა ლევან იოსელიანმა კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს.

მისივე ცნობით, კლინიკაში ამ დრომდე რჩება ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ექიმებს არ გასაუბრებია და ინფორმაცია სასულიერო პირებისგან მიიღო.



11:25 17.3.2026

პატრიარქის მოსანახულებლად კლინიკაში იმყოფებოდა:

  • ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე;
  • სუს-ის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე.

სამედიცინო დაწესებულებაში არიან პატრიარქის თანამოსაყრდე შიო მუჯირი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხემძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

11:24 17.3.2026

პატრიარქი ილია მეორე კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია - ექიმის კომენტარი

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში იმყოფება, „ძილის მდგომარეობაში“, მისი ჰერმოდინამიკური მაჩვენებლები არასტაბილური და საყურადღებოა. ამას ამბობს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი, სოფიო ასპანიძე.

„პაციენტი გადმოყვანილ იქნა მასიური სისხლდენით, მას ჩაუტარდა ყველა სამკურნალო-დიაგნოსტიკური პროცედურა, რომელიც ესაჭიროება სისხლდენის კუპირებისთვის ანუ შეჩერებისთვის, პაციენტი იმყოფება კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მისი ჰერმოდინამიკური მაჩვენებლები არის არასტაბილური, საყურადღებო, თუმცა მულტიპროფილური გუნდის მიერ ხდება მართვა პაციენტის და ამ მაჩვენებლების დასტაბილურება“, - ამბობს კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი, სოფიო ასპანიძე.

კითხვაზე, მართვით სუნთქვაზე იმყოფება თუ არა პაციენტი, ექიმი პასუხობს, რომ ილია მეორე „იმყოფება ამ პროცედურისთვის განსაზღვრულ მდგომარეობაში - ინტუბირებულ მდგომარეობაშია[პაციენტს აქვს ჩადგმული ენდოტრაქეალური მილი]. სისხლდენა შეწყვეტილია“.

მორიგ დამაზუსტებელ კითხვაზე უპასუხა, რომ „ძილის მდგომარეობაშია“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG