ილია II-ის კლინიკაში გადაყვანას გამოეხმაურა გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი.
მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ჰოსპიტალიზაციის გამო“, - დაწერა მან პლატფორმა X-ზე.
„უფალმა დალოცოს და დაიფაროს იგი“.
მიტროპოლიტი შიოს თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა „მოულოდნელად დამძიმდა“
საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“ პატრიარქის ჯანმრთელობის შესახებ მისი თანამოსაყდრის მიტროპოლიტი შიოს [მუჯირი] კომენტარს ავრცელებს. ის კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფება.
მასთან ერთად არიან სინოდის სხვა წევრებიც. ტელევიზიის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანან ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი[კონსტანტინე იაკობიშვილი], ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორ[დიმიტრი ჭუაძე] და სხვა სასულიერო პირებიც.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა, გადმოყვანილია რეანიმაციაში, ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და დიდ ყურადღებას იჩენენ, რომ მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური“, - ამბობს ის და მოუწოდებს სასულიერო პირებსა და მრევლს ილოცონ პატრიარქის ჯანმრთელობისთვის.
მიხეილ ყაველაშვილი: „რთული მდგომარეობაა“
მიხეილ ყაველაშვილმა დატოვა კავკასიის მედიცინის ცენტრი. მისი თქმით, პატრიარქი „რეანიმაციურ განყოფილებაში იმყოფება“ და „რთული მდგომარეობაა“. მან იმედი გამოთქვა, რომ ის მალე გამოჯანმრთელდება.
„ინტენსიური მკურნალობა მიდის და იმედი უნდა ვიქონიოთ ყველამ ვილოცოთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს და პატრიარქი ისევ გამოჯანმრთელდეს“, - თქვა მან და კლინიკის ტერიტორია დატოვა.
კავკასიის მედიცინის ცენტრში მიხეილ ყაველაშვილი მივიდა
კავკასიის მედიცინის ცენტრში მივიდა „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი.
პოლიტიკური თანამდებობების პირები დილიდან მიდიან პატრიარქის ამბის გასაგებად. კლინიკაში იყო მისული კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე, სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.
ფორუმი