Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

ილია მეორის პანაშვიდის ბოლო დღე სამებაში - განახლებადი

2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

22:49 17.3.2026

2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ილია შიოლაშვილი

1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, იგი 48 წლის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

ბოლო წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“


22:26 17.3.2026

პირდაპირი ეთერი კლინიკიდან, სადაც პატრიარქი ილია II არის ჰოსპიტალიზებული

21:25 17.3.2026

„მოგვიანებით ეს ფარული სისხლდენა გამოაშკარავდა. როგორც კი ეს გამოაშკარავდა, დაუყოვნებლივ, წუთებში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება პაციენტის პოლიპროფილურ დაწესებულებაში გადმოყვანის შესახებ“

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადების თანახმად, კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაფიძის კლინიკაში გუშინ, ორშაბათს, 16 მარტს, ნაშუადღევს მიიყვანეს, შემდეგ კი „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის განცხადებით, ახლა ის კვლავ „კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია“.

მედიამ 17 მარტს, დილაადრიან გაიგო, რომ ილია მეორე ჰოსპიტალიზებულია.

„გუშინდელი დღე იყო, დაახლოებით შუადღე, როდესაც გაჩნდა პრობლემა, იყო სატურაციის ვარდნა; იყო გარკვეული პარამეტრები, რაც მოითხოვდა ჩარევას“, - განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს 19:30 საათისთვის.

„შესაბამისად, მკურნალი ექიმების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სატურაციის პრობლემების ირგვლივ გადაეყვანათ ჩაფიძის კლინიკაში“, - თქვა მან.

  • ჩაფიძის გულის ცენტრი დიდ დიღომში, ლუბლიანას ქუჩის სიახლოვეს მდებარეობს.
  • „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, სადაც მას ახლა მკურნალობენ, საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარეობს.
19:51 17.3.2026

პირდაპირი: როგორია ილია მეორის მდგომარეობა - მიხეილ სარჯველაძის კომენტარი

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG