რა მოხდება შემდეგ?
2017 წლის 23 ნოემბერს ილია მეორემ დაასახელა თავისი მოსაყდრის ვინაობა - პატრიარქის თანამოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) გახდა.
შიო მუჯირი, ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემთხვევაში მართავს ეკლესიას - ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.
ხოლო გადაწვეტილებას ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ იღებს წმინდა სინოდი, - რომელიც არჩევს სამ კანდიდატს, - და საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზედაც უნდა აირჩიონ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
გაფართოებულ კრებას იწვევს მოსაყდრე - საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან 40 დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს ორი თვისა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.
ხმის უფლება მხოლოდ მღველმთავრებს აქვთ.
ამჟამად სინოდს 39 მღველმთავარი აკომპლექტებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი 1977 წლის 25 დეკემბერს გახდა.
ამ ფოტოგალერეაში რადიო თავისუფლებამ თავი მოუყარა ილია მეორის ხანგრძლივი პატრიარქობის პერიოდის სხვადასხვა მომენტში გადაღებულ ფოტოებს - ლიტურგიებს, ოფიციალური შეხვედრებს, საზოგადოებრივი საქმიანობის ამსახველი კადრებს.
პატრიარქს ხვალ სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.
ეს ინფორმაცია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გააცნო ჟურნალისტებს „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. „საქართველოში გლოვა გამოცხადდა“, - წერს ადმინისტრაცია.
ფორუმი