Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ

ილია მეორის პანაშვიდის ბოლო დღე სამებაში - განახლებადი

2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. იგი თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

14:05 18.3.2026

იაპონიის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს ქართველ ხალხს და „პატივისცემისა და ღრმა მოწიწების ნიშნად, დაეშვა იაპონიის სახელმწიფო დროშა. დაე მისი ხსოვნა მარადიული იყოს“.



13:54 18.3.2026

ილია მეორე - პატრიარქობის ნახევარი საუკუნე ფოტოებში

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი გახდა 1977 წლის 25 დეკემბერს.

ამ ფოტოგალერეაში თავმოყრილია ილია მეორის ხანგრძლივი პატრიარქობის პერიოდის სხვადასხვა მომენტში გადაღებული ფოტოები - ლიტურგიები, ოფიციალური შეხვედრები, საზოგადოებრივი საქმიანობის ამსახველი კადრები.


13:32 18.3.2026

ევრაზიული მოძრაობის დამფუძნებელი, ულტრანაციონალისტი იდეოლოგი, კრემლის მომხრე ფილოსოფოსი - ალექსანდრ დუგინი მართლმადიდებელ ეკლესიას ილია II-ის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.

„ის იყო გამორჩეული მწყემსმთავარი. ამასთანავე, რთულ პერიოდში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუს და ქართველ ხალხებს შორის დაახლოებაში.

ვგლოვობ ქართველ ძმებთან და დებთან ერთად ამ გამორჩეული, წმინდა ადამიანის გარდაცვალებას“, - ეს ტექსტი ტელეგრამის არხზე გავრცელდა.

ალექსანდრ დუგინი
ალექსანდრ დუგინი
13:29 18.3.2026

„ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ფეისბუკზე სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებაში და აღმშენებლობაში. უწმინდესის ნახევარსაუკუნოვანი, ეპოქალური მოღვაწეობა სამშობლოსა და ერის წინაშე ერთგულების განუმეორებელ მაგალითად დარჩება, ხოლო მისი სიბრძნე და სიყვარული ღრმა კვალს დატოვებს თითოეული ჩვენგანის გულში.

მთელი ამ დროის განმავლობაში, ის უანგაროდ ზრუნავდა საქართველოზე და ჩვენი ხალხისთვის მტკიცე საყრდენადაც იქცა. პატრიარქის სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ყველას ძალიან დაგვაკლდება“, - ამბობს ის.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG