მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი კვირას, 22 მარტს თბილისში ჩამოვა ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიისთვის, თუმცა ლიტურგიას არ გაუძღვება.
ინფორმაცია, რომ იგი მსახურებას არ აღავლენს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დაუდასტურა რადიო თავისუფლებას დღეს საღამოს, 19 მარტს.
თბილისის მერიის ცნობით, მეტრო სამი დღის განმავლობაში - 20, 21 და 22 მარტს - მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.
„თბილისის მეტრო დღეიდან 22 მარტის ჩათვლით, მგზავრებს 00:00-ის ნაცვლად, 02:00 საათამდე მოემსახურება“, - აცხადებს მერია.
ხალხის დიდი ნაკადია ავლაბრის მეტროში. ავლაბრის მეტრო ყველაზე ახლოს მდებარეობს სამების ტაძართან, სადაც პატრიარქის პანაშვიდები იმართება.
ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრისკენ პატრიარქის ნათლულებმა გამართეს მსვლელობა.
ილია მეორემ 2008 წელს დანერგა „საყოველთაო ნათლობის“ ტრადიცია - ილია მეორე, მშობლების სურვილის შემთხვევაში, ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და შემდეგი შვილების ნათლია ხდებოდა.
ფორუმი