გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი სამძიმარს აქვეყნებს.
„გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მოსახლეობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო“.
„როგორც სულიერი მამა, ის ერს სიხარულსა და მწუხარებაში წინ მიუძღოდა. როგორც ვიცი, იგი კარგად იცნობდა გერმანიას. მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ“, - წერს ის.
კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას სამძიმრით ეხმაურება ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი.
„იგი იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი. პიროვნება, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლისა და გარდამავალი პერიოდის რთულ წლებში, სიბრძნითა და მოთმინებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ისტორიული, კულტურული და სულიერი კავშირების შენარჩუნებაში“, - წერს ელჩი.
ელჩი იხსენებს ილია მეორის შეხვედრას აიათოლა ალი ხამენეისთან და თქვა, რომ ამ შემხვედრამ, - „აგრეთვე გულთბილმა შეხვედრებმა ირანში მცხოვრებ ქართველებთან“, - „ორი ერის კულტურულ და სულიერ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადაშალა“.
„ამ მძიმე დანაკარგის გამო გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მეგობარ ქართველ ერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლსა და მის ყველა გულშემატკივარს. ვევედრები უზენაესს, რომ დიდი სულიერი წინამძღოლის სულს საუკუნო სასუფეველი დაუმკვიდროს“, - წერს ელჩი ფეისბუკზე.
პატრიარქის გარდაცვალებამდე მას ჯანმრთელობა უსურვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ.
პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, გვიან საღამოს, მღველმთავრები, პოლიტიკური ლიდერები და მრევლი საპატრიარქოში მივიდნენ.
საპატრიარქოში არიან ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვლი, შალვა პაპუაშვილი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
საპატრიარქოში არიან სინოდის წევრები, - ისინი პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საორგანიზაციო საკითხებზე ითათბირებენ.
მიტროპოლიტის შიო მუჯირის კომენტარი პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებაზე
ფორუმი