პოლონეთის საელჩოს სამძიმარი
„მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში როგორც უმაღლესი მორალური ავტორიტეტი, ქართველი ერის სულიერი მამა და განსაცდელის ჟამს გადარჩენის სიმბოლო.
მშვიდობით განისვენოს მისმა უწმინდესობამ“, - წერია განცხადებაში.
კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქოდან დღეს გადაასვენებენ.
„ფეხით მსვლელობა 16:00-ზე დაიწყება“, - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო.
ელჩი გარეთ უორდი ქართულ ენაზე გავრცელებულ სამძიმარში ამბობს:
„მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე საქართველოს სულიერი წინამძღვარი იყო ნახევარი საუკუნის განმავლობაში.
მისმა შეუდარებელმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია ქართველი ხალხის ცხოვრებასა და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე.
2011 წელს მისი შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ მეორესთან განსაკუთრებული მოვლენა იყო ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში.
დღეს ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესისა და უნეტარესის გარდაცვალების გამო“
„ქართული ოცნების“ მიერ არჩეული პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ფეისბუკზე სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
„ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ჩვენი დედა ეკლესიის გაძლიერებაში და აღმშენებლობაში. უწმინდესის ნახევარსაუკუნოვანი, ეპოქალური მოღვაწეობა სამშობლოსა და ერის წინაშე ერთგულების განუმეორებელ მაგალითად დარჩება, ხოლო მისი სიბრძნე და სიყვარული ღრმა კვალს დატოვებს თითოეული ჩვენგანის გულში.
მთელი ამ დროის განმავლობაში, ის უანგაროდ ზრუნავდა საქართველოზე და ჩვენი ხალხისთვის მტკიცე საყრდენადაც იქცა. პატრიარქის სიბრძნე და მამობრივი სიყვარული ყველას ძალიან დაგვაკლდება“, - ამბობს ის.
ფორუმი