Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს დაკძალავენ
პატრიარქ ილია მეორეს 22 მარტს დაკძალავენ

ილია მეორეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ - ლაივბლოგი

2026 წლის 17 მარტს, საღამოს ათი საათისთვის, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე - ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი. ის, თითქმის ნახევარი საუკუნე, 49 წელი იკავებდა საპატრიარქო ტახტს.

უახლესი ცნობები

18:02 18.3.2026

კონსტანტინოპოლის (მსოფლიო) მართლმადიდებელმა პატრიარქმა ბართლომემ ილია II-ის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი აღასრულა.

ინფორმაციას ავრცელებს დეკანოზი ილია ჯინჯოლავა, კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი.

„მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომეოსმა აღასრულა პანაშვიდი ნეტარხსენებული საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებლად“, - წერს ის და ფოტოს აქვეყნებს.

18:22 18.3.2026

პატრიარქ ილია მეორეს საპატრიარქოდან ამ წუთებში სამების საკათედრო ტაძარში მიასვენებენ.

18:52 18.3.2026

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს.

მომდევნო დღეების განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი სწორედ აქ გაიმართება.

კვირას, 22 მარტს მას სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

18:56 18.3.2026

სამების ტაძარში, სადაც პატრიარქი დაასვენეს, ბიძინა ივანიშვილი მივიდა.

იგი კათოლიკოს-პატრიარქის პანაშვიდზე მივიდა მეუღლესთან, ეკატერინა ივანიშვილთან ერთად.

ადგილზე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებიც.

პირველი არხის კადრი
პირველი არხის კადრი


ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG