Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძის თქმით, დენის გათიშვაზე „საკმარისზე მეტ ინფორმაციას ფლობს“, თუმცა შესწავლის დასრულებას ელოდება

ეს არის მთავრობის ხელმძღვანელის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც საქართველოში ელექტროენერგია ორ კვირაში სამჯერ გაითიშა
ეს არის მთავრობის ხელმძღვანელის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც საქართველოში ელექტროენერგია ორ კვირაში სამჯერ გაითიშა

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მთელი საქართველოს რამდენიმესაათიან ჩაბნელებაზე „საკმარისზე მეტ ინფორმაციას ფლობს“, თუმცა იქამდე, სანამ შესაბამისი უწყებები საკითხს არ შეისწავლიან დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

ეს არის მთავრობის ხელმძღვანელის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც საქართველოში ელექტროენერგია ორ კვირაში სამჯერ გაითიშა - 24, 25 ივლისსა და 5 აგვისტოს.

  • მაშინ ელექტროენერგიის გათიშვასთან ერთად გაჩერდა მეტრო, საქართველოს რკინიგზა. გაითიშა GWP-ის სატუმბო სადგური, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს მცირე ხნით შეუწყდა წყალი.
  • ორი ე.წ. ბლექაუთის მიზეზთა დადგენაზე სემეკი და სუსი მუშაობენ;
  • მესამედ ჩაბნელების მიზეზად ენგურჰერზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასახელდა. მოსახლეობა წინასწარ არც ერთ უწყებას გაუფრთხილებია.
  • ტესტირების შესახებ ინფორმაციის წინასწარ არგაცხადება “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში უსაფრთხოების მიზნებით ახსნეს.

„პირველ ორ შემთხვევას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი და ჩვენ ამაზე სრული ინფორმაცია გვაქვს, თუმცა თქვენ იცით, რომ სუს-ში წარიმართება გამოძიება და ინფორმაციას დეტალურად მოგვიანებით წარვუდგენთ საზოგადოებას, რაღაცებს სჭირდება დამატებით ჩაღრმავება, თორემ ჩვენ საკმარისზე მეტი გვაქვს წინასწარი ინფორმაცია.

საბოლოოდ, როგორც კი იქნება მაშინვე წარვუდგენთ საზოგადოებას... ამ ეტაპზე საკმარისზე მეტი ინფორმაცია მაქვს და როცა ბოლომდე მივა შესწავლა, გავუზიარებთ საზოგადოებას...

რაც დღეს არის ცნობილი ვიცი ყველაფერი, ვიცი საკმარისზე მეტი მაგრამ უნდა დაველოდოთ ბოლომდე საკითხის შესწავლას, ოფიციალურ ინფორმაციას უნდა დაველოდოთ..“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, განიხილება ე.წ. საბოტაჟის ვერსია, რა მუხლითაც გამოძიებას სუს-ი აწარმოენს, თუმცა „შეიძლება საერთოდ არ გვქონდეს საბოტაჟთან საქმე, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ გამოძიებას“, - ამბობს ის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG