Accessibility links

რაში და რატომ ლიდერობს საქართველო ევროსაბჭოს ანგარიშში ციხეების შესახებ?


ირენა გაბუნია, "ციხის საერთაშორისო რეფორმის" პროექტის მენეჯერი

ევროსაბჭომ გამოაქვეყნა სტატისტიკა ევროპის ქვეყნებში პატიმრების შესახებ. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 100 ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა, რუსეთის შემდეგ.

"ციხის საერთაშორისო რეფორმის" პროექტის მენეჯერი, ირენა გაბუნია ამბობს, რომ 2012 წლის შემდეგ პატიმრების რაოდენობა საქართველოში მკვეთრად შემცირდა, თუმცა, რაღაც ხანში ამ თვალსაზრისით სტატისტიკა ერთგვარად დასტაბილურდა და ამ კუთხით სტაგნაციას განიცდის. ამას კომპლექსური მიზეზები აქვს და საკითხი ცდება ერთი ან რამდენიმე უწყების კომპეტენციას.

ირენა გაბუნია თვლის, რომ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესს და პირველ რიგში, გარეპრევენციულ პროგრამებს.

"თუ სახელმწიფომ არ იზრუნა იმ მიზეზების აღმოფხვრაზე, რაც განაპირობებს დანაშაულის ჩადენას, პატიმრების რაოდენობის მკვეთრი შემცირება ვერ გვექნება", - ამბობს "ციხის საერთაშორისო რეფორმის" წარმომადგენელი.

ირენა გაბუნიას თქმით, ევროსაბჭოს ანგარიშში ასახულ გამოწვევებზე ერთგვარი პასუხია იუსტიციის სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში წარმოდგენილი 2019-2020 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

მნიშვნელოვანია იმ მიზეზების კვლევა, რაც ადამიანს დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს.

ირენა გაბუნია ლაპარაკობს აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლებების როლზეც საჭიროების მქონე ადამიანებისთვის დახმარების გაწევაში. ის აგრეთვე ამბობს, რომ უნდა განვითარდეს არასაპატიმრო მსჯავრის გამოტანისა და აღსრულების მექანიზმები.

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG