Accessibility links

უნდა განეხილა თუ არა პარლამენტს “სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის” რეზოლუცია


21 თებერვალს საქართველოს პარლამენტში განიხილავდნენ პატრიოტთა ალიანსის რეზოლუციას, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებდა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 45 დეპუტატმა, 16 კი მის წინააღმდეგ წავიდა. არასაკმარისი დადებითი ხმების გამო პარლამენტმა რეზოლუცია ვერ მიიღო.

რეზოლუციის ავტორები თვლიან, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობა იმსახურებს შეფასდეს, როგორც "სააკაშვილი-ბოკერიას ძალადობრივი რეჟიმი" და ითხოვდნენ შემდეგს:

  • ექვსი თვეში დასრულდეს "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩადენილი მძიმე დანაშაულებების და რეზონანსული საქმეების გამოძიება;
  • დადგინდეს და პასუხისგებაში მიეცეს ყველა კონკრეტული დამნაშავე, მიუხედავად მისი დღევანდელი სტატუსისა;
  • საქართველოს პარლამენტმა გააკონტროლოს გამოძიების პროცესი.

რით ადასტურებს პატრიოტთა ალიანსი პოლიტიკური პარტიის დანაშაულებებს?

  • რეზოლუციის ავტორები თვლიან, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოში დამყარდა ავტორიტარული რეჟიმი, რომელმაც გამოიწვია რიგი დანაშაულები. ავტორიტარული რეჟიმის დასტურად რეზოლუციაში შემდეგი არგუმენტებია მოყვანილი:
  • არჩევნების გაყალბებით მოხდა საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების უზურპაცია;
  • რეჟიმმა "უპირობოდ დაიმორჩილა სასამართლო სისტემა, გაასამართლა და დამნაშავედ ცნო მოსახლეობის 8%-ზე მეტი, ერთ დიდ ციხედ აქცია მთელი ქვეყანა, რასაც თან ახლდა პატიმრების წამების, გაუპატიურებისა და ღირსების შელახვის მრავალგზის დადასტურებული ფაქტები, რაც აისახა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 10 ივნისის დადგენილებაში"
  • სისტემური ხასიათი მისცა პოლიტიკური ოპონენტების დევნას, რაც აისახა საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებაში, რომელშიც 190 კაცი პოლიტპატიმრად არის აღიარებული, ხოლო 25 - პოლიტდევნილად;
  • ძალით წაართვა მესაკუთრეებს ყველა მსხვილი სატელევიზიო არხი და იძულებით აქცია ეს არხები თავისი დანაშაულებრივი ქმედებების მეხოტბეებად;
  • განსაკუთრებული სისასტიკით დაარბია 2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 6 მაისის, 2009 წლის 15 ივნისისა და 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციები, რასაც თან ახლდა მშვიდობიანი დემონსტრანტების მკვლელობა, დასახიჩრება და მასობრივი დაპატიმრება;
  • მოსახლეობის დაშინების მიზნით, ქვეყანაში გამოაცხადა ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა, რის შედეგადაც, ღიად და ცინიკურად, საზოგადოების დასანახად მოკლა 150-ზე მეტი ადამიანი;
  • ასიათასობით ოჯახს უკანონოდ ჩამოართვა ქონება, ბიზნესი თუ კაპიტალი;
  • დააგვირგვინა თავისი მოღვაწეობა კოდორისა და ახალგორის სამარცხვინო ჩაბარებით, რამაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 22 %-ის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

რა მიზანს ემსახურება რეზოლუცია?

პროექტის განმარტებით ბარათში რეზოლუციის მიღების მიზნად განსაზღვრულია საქართველოში სამართლიანობის აღდგენა, დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება, გამოაშკარავება და დამნაშავეების დასჯა.

შესაძლებელია თუ არა მსგავსი რეზოლუციების განხილვა სამართლებრივ სივრცეში?

პოლიტოლოგი გია ნოდია თვლის, რომ ასეთი ტიპის ინიციატივები ყოველგვარი გონივრულობის მიღმაა და დემოკრატიის ფარგლებს სცდება.

“ეს არის ამ ულტრამემარჯვენე ძალის მხრიდან მომენტის დაჭერა, რომელსაც სასამართლოს სკანდალის ფონზე შანსი მიეცა განხილულიყო მათი რეზოლუცია პარლამენტში, მაგრამ თავად რეზოლუცია არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება. მიდგომა, რომ ის, ვინც მე არ მომწონს, კრიმინალია, იმიტომ რომ მე არ მომწონს, მინიმალურ დემოკრატიულ სტანდარტს ქვემოთ არის. ეს რეზოლუციაც არმოწონების კვაზი სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევის მცდელობაა” - უთხრა გია ნოდიამ რადიო თავისუფლებას.

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია კი თვლის, რომ რეზოლუციის განხილვა პარლამენტში პოლიტიკური აქტი იყო, ორი პოლუსის წარმოსაჩენად და ამა თუ იმ ჯგუფის ან პიროვნების დამნაშავედ გამოცხადებისთვის პარლამენტი შესაბამისი ადგილი არ არის და ასეთი დასკვნები საგამოძიებო ორგანოების საქმეა.

დამნაშავედ გამოცხადება შესაბამისი ორგანოების საქმეა, ამა თუ იმ პოლიტიკური ჯგუფის პოლიტიკური ავანსცენიდან გაშვება კი ამომრჩევლის გადასაწყვეტია. არჩევნები საქართველოში აჩვენებს, რომ ამ ჯგუფს ჰყავს ამომრჩეველთა კონკრეტული რაოდენობა და ისინი შესაბამისად, მონაწილეობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუკი არსებობს ვინმეს დანაშაულებში, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულებში მონაწილეობის ეჭვი, ეს უნდა იყოს დამტკიცებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები იგივე პრინციპით უდგებოდნენ თავისი გუნდის წევრებს, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს. თუკი ვიღაც ისჯება წლების წინ სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვის გამო, დღესაც უნდა ისჯებოდნენ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები ამავე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.” - უთხრა რადიო თავისუფლებას კოტე ჩოკორაიამ.

ვინ იყო რეზოლუციის მომხრე და ვინ წავიდა მის წინააღმდეგ?

რეზოლუციას მხარი დაუჭირეს როგორც თავად პატრიოტთა ალიანსის წევრებმა, ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა. მხარდამჭერებს შორის იყვნენ ფეხბურთელი რევარ არველაძე, ვარდების რევოლუციამდელი შინაგან საქმეთა მინისტრი, კობა ნარჩემაშვილი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე და ახლა უკვე "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ეკა ბესელია, ძიუდოისტი შოთა ხაბარელი და სხვა დეპუტატები, რომელთა სიაც შემდეგნაირად გამოიყურება:

ირაკლი აბუსერიძე

რევაზ არველაძე

ლევან ბეჟანიძე

ეკა ბესელია

გიგა ბუკია

ბიძინა გეგიძე

ლევან გოგიჩაიშვილი

გოგა გულორდავა

ალექსანდრე ერქვანია

გიორგი თოთლაძე

ირმა ინაშვილი

ზვიად კვაჭანტირაძე

პაატა კვიჟინაძე

ემზარ კვიციანი

კობა კობალაძე

ლევან კობერიძე

კარლო კოპალიანი

გიორგი კოპაძე

გიორგი ლომია

კობა ლურსმანაშვილი

იოსებ მაკრახიძე

ადა მარშანია

სულხან მახათაძე

გელა მიქაძე

პაატა მხეიძე

კობა ნაკაიძე

კობა ნარჩემაშვილი

ბექა ნაცვლიშვილი

ზაზა პაპუაშვილი

რუსლან პოღოსიანი

გია ჟორჟოლიანი

ერეკლე ტრიპოლსკი

გედევან ფოფხაძე

ალექსანდრე ქანთარია

მერაბ ქვარაია

ირაკლი შიოლაშვილი

ჩანქსელიანი გოდერძი

ოთარ ჩრდილელი

ზვიად ძიძიგური

მირიან წიკლაური

გივი ჭიჭინაძე

დავით ჭიჭინაძე

შოთა ხაბარელი

ფატი ხალვაში

ხუბულური თენგიზი

რეზოლუციის მოწინააღმდეგე დეპუტატები:

ირაკლი აბესაძე

დავით ბაქრაძე

აკაკი ბობოხიძე

გიგა ბოკერია

ხათუნა გოგორიშვილი

თენგიზ გუნავა

ლაშა დამენია

გიორგი კანდელაკი

ზაზა კედელაშვილი

ირმა ნადირაშვილი

რამაზ ნიკოლაიშვილი

სერგო რატიანი

გიორგი ტუღუში

ლელა ქებურია

გიორგი ღვინიაშვილი

ზურაბ ჭიაბერაშვილი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG