Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კალიდასა, შაკუნტალა


„წიგნები“ რუბრიკით „ნორვეგიული წიგნის კლუბი“ წარმოგიდგენთ დიდ ინდოელ პოეტსა და დრამატურგს, კალიდასას და მის უკვდავ პიესას „შაკუნტალას“ ანუ „ბეჭდით ნაპოვნ შაკუნტალას“.

კალიდასა მდაბიო წარმოშობის ბრძენი კაცი იყო. მკვლევართა ვარაუდით, მოღვაწეობდა ინდური კულტურის ე. წ. „ოქროს ხანაში“, გუპტების დინასტიის მეფის ჩანდრაგუპტა II ვიკრამადიტიას კარზე.

30–ზე მეტი თხზულებიდან, რომლებსაც კალიდასას მიაწერენ, მეცნიერული კრიტიკა მას აკუთვნებს ეპიკურ პოემებს „რაგჰუს მოდგმას“ („რაგჰუვანშა“) და „ომის ღმერთის კუმარას დაბადებას“ („კუმარასამბჰავა“), ლირიკულ პოემას „ღრუბელი მაცნე“ („მეგჰადუტა“) და დრამებს „შაკუნტალა“ (ქართულად თარგმნილია 1966 წელს), რომლის სიუჟეტი აღებულია „მაჰაბჰარატიდან“, და „ვაჟკაცობით დაბრუნებული ურვაში“ („ვიკრამორვაში“), რომლის თემა ვედებიდან მომდინარეობს, რომანტიკული, ზღაპრულ–ფანტასტიკური შინაარსისაა. „მალავიკა და აგნიმიტრა“ (ქართულად თარგმნილია 1973 წელს), რომლის თემა აღებულია ინდოელ მეფეთა ცხოვრებიდან, მოგვაგონებს რთულ ინტრიგებზე აგებულ ახალ პიესებს.

მეუღლის ერთგულების სიმბოლო, აღმოსავლეთის პენელოპე, შაკუნტალა უამრავი პოეტის ინსპირირების წყარო იყო; მაგალითად გიიომ აპოლინერიც იკმარებდა...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG