Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში მოწამლული 23 ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს - დაწყებულია გამოძიება


ბუშეტის ბაგა-ბაღი
ბუშეტის ბაგა-ბაღი

თელავის ერთ-ერთი სოფლის ბაგა-ბაღის მოწამლული აღსაზრდელები საავადმყოფოდან სახლებში გაწერეს. გახდა თუ არა 23 აღსაზრდელის მოწამვლის მიზეზი საკვები ან სამელი წყალი? ამ შეკითხვაზე პასუხი, სავარაუდოდ, 4-5 დღეში გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მუშაობას დაასრულებენ. ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია. შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღიდან2 აპრილს საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაყვანილი 23-ვე ბავშვი კლინიკიდან უკვე სახლში გაწერეს. თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა,რომ ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და მათი სტაციონარში დარჩენის საჭიროება აღარ არსებობდა. მოწამლული ბავშვებიდან ყველაზე პატარა 3 წლის, ყველაზე უფროსი კი - 6 წლისაა.

ბუშეტის ბაგა-ბაღიდან 23 აღსაზრდელი ღებინებითა და მუცლის ღრუს ტკივილით რეფერალურ და ბავშვთა საავადმყოფოებში 2 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა გადაიყვანეს. წინასწარი ინფორმაციით, ეს იყო ინტოქსიკაცია, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რამ გამოიწვია სკოლამდელების მოწამვლა.

ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თინათინ ხანჯალიაშვილი ამბობს, რომ ბუშეტის ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილი იქნება მანამდე, სანამ არ დადგინდება ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი.

თინათინ ხანჯალიაშვილი გამორიცხავს, რომ მოწამვლა საკვებს გამოეწვია, რადგან იმავე პროდუქტით მარაგდება თელავის დანარჩენი 30 ბაღიც და სხვა ბაღებში ასეთ შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

გახდა თუ არა 23 აღსაზრდელის მოწამვლის მიზეზი საკვები ან სამელი წყალი? ამ შეკითხვაზე პასუხი, სავარაუდოდ, 4-5 დღეში იქნება - მას შემდეგ, რაც სურსათის ეროვნული სააგანტოს სპეციალისტები მუშაობას დაასრულებენ.

უწყების წარმომადგენლებმა ბაგა-ბაღიდან შესასწავლად ნიმუშები აიღეს და შესამოწმებლად ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი კახეთში, ნანა ახალმოსულიშვილი, ამბობს, რომ ისინი ბაგა-ბაღებს მუდმივად ამოწმებენ და ბუშეტის ბაღში კრიტიკული შეუსაბამობები არასდროს გამოვლენილა.

სოფელ ბუშეტში აღსაზრდელების მოწამვლის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის რეგიონალურმა სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობსგაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას.აღსანიშნავია, რომ 2015 წლის შემდეგ კახეთში ბავშვების მასობრივად მოწამვლის ეს პირველი შემთხვევაა. 2015 წლის აგვისტოში 30 ბავშვი მოიწამლა ყვარლის ბაღში. მაშინ ინტოქსიკაციის მიზეზად სასმელი წყალი დასახელდა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG