Accessibility links

კახეთში სამ მედიკოსს სწრაფი ტესტით COVID-19 დაუდასტურდა


„კახეთში რეგიონში სწრაფი ტესტით ჩატარებული კვლევით, კიდევ სამ მედიკოსს დაუდგინდა ახალი კორონავირუსი“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ნელი ხიზანიშვილმა. თუმცა ხიზანიშვილი ამბობს, რომ ეს შედეგი უნდა გადამოწმდეს PCR-ტესტით, რაც შესაძლო ცდომილებას გამორიცხავს.

„სამი მედიკოსის ბიოლოგიური მასალა კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხი გვიან ღამით, ან ხვალ დილით გახდება ცნობილი“, - ამბობს ხიზანიშვილი.

დღეს კახეთმა ე.წ. მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა. ინფიცირებულია ექიმი, რომელიც ყვარლის სასწრაფო დახმარების სამსახურში და „ევექსის“ კლინიკაში მუშაობდა. 50 წლამდე ქალს კორონავირუსი ექიმების გეგმური ტესტირების დროს დაუდგინდა. უცნობია ინფიცირების წყარო. პაციენტს ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობენ.

ყვარელში ექიმის თანამშრომლების, ოჯახის წევრების და კონტაქტების მოკვლევა მიმდინარეობს. უკვე მოძიებულია 60-მდე კონტაქტი, მათ შორის ოთხი ექიმის ოჯახის წევრია. მათ COVID-19-ზე ტესტირება უკვე ჩაუტარეს და პასუხი უარყოფითია.

აღსანიშნავია, რომ დღეს ლაგოდეხის ე.წ. ცხელების ცენტრში მოათავსეს მამაკაცი, რომლის შვილსაც რუსთავში კორონავირუსი დაუდგინდა. ოჯახი წარმოშობით სოფელ ქვემო გურგენიანიდან არის. მამაკაცი სოფელ ქვემო გურგენიანში მანამდე ჩავიდა, ვიდრე მის შვილს CIVID-19 დაუდგინდებოდა. ის კლინიკაში ცხელებით შეიყვანეს. ბიოლოგიური მასალა საკვლევად ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. პასუხს ხვალ დილით ელოდებიან.

ლაგოდეხში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ამბობს, რომ რუსთავში ინფიცირებული ახალგაზრდა ლაგოდეხში, ქვემო გურგენიანში მარტის ბოლოს იმყოფებოდა, მამა კი სოფელში ახლახან ჩავიდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა კახეთში დღეს, 2 მაისს გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG