Accessibility links

ძუძუს კიბოსთან ბრძოლის ველზე


სამი თვის წინ თეონა ბაკურაძის ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარად
იყო. დღეს, სამი თვის შემდეგ, ის უკვე ახალი, განსხვავებული
რეჟიმით ცხოვრობს - აღარ ჩქარობს, აკეთებს იმ საქმეს, რაც უყვარს
და სიამოვნებს, მეტ დროს ატარებს თავის საყვარელ ადამიანებთან,
ბევრს დადის სუფთა ჰაერზე და რაც მთავარია, იბრძვის. თეონას
ბრძოლის ველს ძუძუს კიბო ჰქვია.

დიაგნოზი სრულიად მოულოდნელად, მას შემდეგ გაიგო, რაც ქუჩაში ფეხი მოიტეხა და ექიმთან გამოკვლევებზე მისულმა თავისი ავადმყოფობის ამბავი გაიგო. თეონა ყველა გოგოს მოუწოდებს, არ შერცხვეთ მამოლოგთან მისვლის, არ გადადონ ექიმთან ვიზიტი და რაც მთავარია, ამაზე ხმამაღლა ილაპარაკონ. ხმამაღლა იმიტომ, რომ რაც შეიძლება მეტი ქალი გაუფრთხილდეს თავის ჯანმრთელობას და მეტმა გოგომ დაამარცხოს ძუძუს კიბო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG