Accessibility links

კიდევ ერთი დარბეული სკოლა და ბაგა-ბაღი კახეთში


იმის გამო რომ ვანდალებმა ინვენტარი გაანაგდურეს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალის ბაგა-ბაღში დღეს სააღმზრდელო პროცესი ვერ განახლდა. ბაღთან ერთად დარბეულია საჯარო სკოლაც. საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახლა ზარალს ითვლიან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავა. ის 40 წლამდე მამაკაცია, თუმცა ძალოვანი უწყება დანაშაულის მოტივებზე ჯერ არ საუბრობს.

Direct link

დღეს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კარსისწყალის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პრეცესი არ განახლებულა. მიზეზი ბაღის შენობის დარბევა გახდა. აღმზრდელებს და მენეჯერს ბაგა-ბაღის კარი გატეხილი დახვდათ, ინვენტარის ნაწილი კი დაზიანებული. ბაღის მენეჯერის ნინო თორღვაიძის თქმით, დღის განმავლობაში შენობას მწყობრში მოიყვანენ, ხვალიდან კი სასწავლო სააღმრდელო პროცესს განაახლებენ. კასრისყალის ბაღში 12 ბავში ირიცხება.

„დღეს სააღმზრდელო პროცესი ვერ განვახლეთ, რადგან დარბეულია ყველაფერი. ახლა ვმუშაობ, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დავალაგოთ. ჭურჭელი და სხვა ნივთები არც დამტვრეულია და არც მოპარული. ხვალისთვის უკვე შესაძლებელი იქნება,რომ ბავშვები მივიღოთ“.

აღსანიშნავია, რომ სოფელ კასრისწყალში საბავშვო ბაღის და სკოლის შენობა ერთ სივრცეშია განთავსებულია, შესაბამისად, ბაღთან ერთად დარბეულია სკოლის შენობაც. თუმცა, სკოლის დირექტორი, ამბობს, რომ დღეს სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდა. გიორგი ბუღრიძის თქმით, გატეხილია რადენიმე კარი, დამტვრეულია ინვერნტარის ნაწილი და დაზიანებულია დოკუმენტები. დარბეულია ქიმიისა და ბიოლოგიის საგნებისთის მოწყობილი ლაბორატორიები. სკოლის დირექტორის თქმით, მოპარულია, საკლასო ოთახების გასათბობად შეძენილი შეშინ ნაწილიც.

„პოლიცია უკვე მოვიდა ადგილზე და საქმე შეისწავლეს. ექსპერტების დათვლის შედეგად, სკოლის ზარალი ათას ლარზე მეტია. ორი კარადაა დამტვრეული, არქივის მასალები არის გადმოყრილი და იქვე მდგომი მესამე კარადაა დაზიანებული. წყლის სისტემაა დამტვრეული. მწყობრიდან არის გამოსული რამდენიმე კარი, ასევე გადმოყრილი და დამტვრეულია ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები. კაბელებია ჩამოწყვეტილი. მე ცოტა ხნის წინ სკოლა სრულად ავღჭურვე სათვალთვალო კამერებით. ჩანაწერებში დამნაშავე კარგად ჩანს და მისი ამოცნობა ადვილი გახდა“.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კარსისწყალში სკოლისა და საბავშო ბაღის ბარბევის ბრალდებით შს სამინისტოს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 39 წლის მამაკაცი დააკავეს. ძალოვანი უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია:

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა პირმა ღამის საათებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყლის საჯარო სკოლაში უკანონოდ შეაღწია, სადაც სკოლის შენობაში განთავსებული საბავშვო ბაღისა და სკოლის ინვენტარი დააზიანა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს."

კახეთში, ერთ-ერთი ბაგა-ბაღი მიმდინარე წლის სექტემბერშიც დაარბიეს. შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში მოხდა. დამტვრეული და განადგურებული იყო თითქმის ყველაფერი, რაც კი სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისთვის იყო საჭირო. როგორც მაშინ შს სამინისტროში განაცხადეს, შაშიანის ბაღი არასრულწლოვნებმა დაარბიეს. ამ შემთვევამდე უფრო ადრე, მიმდინარე წლის გაზარფხულზე და ზაფხულში დაარბიეს გურჯაანში დიდების მემორიალთან გათავსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა, თელავში სკვერი, ლაგოდეხში კი საბავშო დასასვენებილი პარკი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG