Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, რომ უმნიშვნელო ფიგურაა"


25 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო კორნელი კაკაჩია, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" დირექტორი. მან ილაპარაკა პარტია "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე, რომლის ჩანაწერიც 24 ივლისს გავიდა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში და რომელშიც ბიძინა ივანიშვილი უარყოფს არაფორმალურ მმართველობას და თავის როლს "საზოგადოებრივ კონტროლს" უწოდებს. კორნელი კაკაჩია თვლის, რომ ამ თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილის გზავნილები წინააღმდეგობრივია. "დილის საუბრებში" პოლიტოლოგი ივანიშვილთან ინტერვიუს რამდენიმე ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს წინააღმდეგობა ბიძინა ივანიშვილის მიერ აღწერილსა და რეალობას შორის.

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG