Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაგოდეხში ამომრჩეველი დაშინებასა და ზეწოლაზე საუბრობს


ლაგოდეხი
ლაგოდეხი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში მცხოვრები ნუნუ ჯორჯაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ პარტია „ქართული ოცნების“ კოორდინატორები ნანა ლომიძე და ია ჯოხაძე მასთან სახლში მივიდნენ და მოსთხოვეს, რომ „ხვალ მისი ოჯახის წევრებმა ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ მათი შვილი ჯარში კონტრაქტით მსახურობს და პრობლემა არ შეექმნათ“.

გადმოწერა

„კოორდინატორებმა გვითხრეს, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, ხალხი გავაფრთხილოთო. ამიტომ ვართ მოსულებიო. ჩვენ კიდევ ზემდგომებთან დავაბარეთ, რომ სალომე ზურაბიშვილს ხმას არ მივცემთ“, - განაცხადა სოფელ ცოდნისკარში მცხოვრებმა ნუნუ ჯორჯაძემ.

აგიტატორები შედიან ყველა მეზობელთან, ვინც შეიძლება მხარდამჭერი იყოს. ისინი ხმების მოგროვებას ცდილობენ. აბა აგიტატორი, რისი აგიტატორია?

ზეწოლაზე საუბრობს თედო ხაჩიაშვილიც. ისიც სოფელ ცოდნისკარში ცხოვრობს. ხაჩიაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების კოორდინატორები დაემუქრნენ, თუ ხმას არ მისცემს სალომე ზურაბიშვილს, მის შვილებს სამსახურში პრობლემები შეექმნებათ“. ხაჩიაშვილი გვეუბნება, რომ მისი ორი შვილი ნამდვილად მსახურობს კონტრაქტით საქართველოს ჯარში. ერთ-ერთი მათგანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა.

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი ლაგოდეხში „ქართული ოცნების“ ოფისშია განთავსებული. შტაბის წარმომადგენელი გიორგი ღამბაშიძე ამბობს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.

გადმოწერა

„აგიტატორები შედიან ყველა მეზობელთან, ვინც შეიძლება მხარდამჭერი იყოს. ისინი ხმების მოგროვებას ცდილობენ. აბა აგიტატორი, რისი აგიტატორია? ალბათ მეზობლურად შევიდნენ და ვინ რა ჩათვალა არ ვიცი. მე კიდევ პირიქით, მითხრეს, რომ ამომრჩეველი მიუვარდა კოორდინატორს, აგინა და დაემუქრა. ასეთი რამ რომ ყოფილიყო, ლაგოდეხში 40 ათასამდე ამომრჩეველია და პრობლემაზე სხვებიც ილაპარაკებდნენ“, - განაცხადა გიორგი ღამბაშიძემ.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG