20:17
27.10.2018
არასამთავრობო ორგანიზაციებმა წინასაარჩევნო დარღვევები შეაჯამეს
სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ - „სამართლიანმა არჩევნებმა“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ - არჩევნების მედიაცენტრში შეაჯამა წინასაარჩევნო პერიოდი. 60-დღიანი კამპანიის განმავლობაში მათ ისეთ დარღვევებს მოუყარეს თავი, როგორებიცაა კანდიდატის სასარგებლოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სოციალური ქსელების კამპანია კონკურენტების დისკრედიტაციისთვის, ზეწოლა სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, პოლარიზებული მედიაგარემო და სხვა. სრულად