Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა ტალახაძე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გახდა


ლაშა ტალახაძე

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა, 2019 წლის სპორტული სეზონი შეაჯამა. 26 დეკემბერს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე დაასახელეს საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციაში. ბოლოს კი, სეოკ-ის აღმასკომის წევრთა ფარული კენჭისყრით, საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენიც გამოვლინდა. ჯილდო გადაეცა ძალოსნობაში ოლიმპიურ, ევროპის და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს - ლაშა ტალახაძეს. მთავარ ნომინაციაში მისი კონკურენტები იყვნენ თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი და ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი.

2019 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ოლიმპიურმა კომიტეტმა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე დაასახელა. სპორტის ზამთრის სახეობებში ფიგურული ციგურაობის წყვილი გამოარჩიეს - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია. წლის აღმოჩენის პრიზები ერგოთ ძიუდოისტებს ლუკა მაისურაძესა და ეთერ ლიპარტელიანს. ახალგაზრდა სპორტსმენის ნომინაციაში საუკეთესო გახდა კალათბურთელი გოგა ბითაძე. საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე, ხოლო ქალ ძიუდოისტთა ნაკრების დამრიგებელი გია თენაძე - ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი.

საუკეთესო სპორტული მენეჯერი - ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი, საუკეთესო ფედერაცია - ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია, საუკეთესო პარასპორტსმენი - პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG