Accessibility links

ლგბტ აქტივისტები პრაიდისთვის ემზადებიან


გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ ვუბრუნდებით თბილისის ლგბტ პრაიდის კვირეულის თემას. ორგანიზატორების თქმით, ივნისში დაგეგმილი პრაიდი დაგვირგვინდება ღირსების მარშით, რომელზეც ათასობით ადამიანს - განსხვავებული სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მქონე პირებს ელიან.

გიორგი გვახარიას სტუმარია ლგბტ აქტივისტი მარიამ გაგოშაშვილი. იგი 2013 წლის 17 მაისის აქციის მონაწილეა და დღეს შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. მარიამი საუბრობს პრაიდის მნიშვნელობაზე, ლგბტ თემის პრობლემებზე საქართველოში. აგრეთვე პასუხობს იმ ხალხს, რომელიც ლგბტ ადამიანებს მოუწოდებს ხოლმე „სახლში რაც უნდათ ის აკეთონ“ და მიმართავს ხელისუფლებას დაიცვას პრაიდში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება.

გადაცემის სტუმრის თქმით, პრაიდის კვირეული მნიშვნელოვანია იმ ადმიანებისთვის, რომელთაც თავიანთი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის გამო დახურულ კარს მიღამ უწევთ ცხოვრება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG