Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყაირათიანი მოხმარება არ არსებობს ფასის გარეშე"


"სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და, შესაბამისად, გარემოს შემადგენელი ძირითადი კომპონენტის – წყლის დაცვას", - წერია "საქართველოს კანონში წყლის შესახებ". ლევან ფავლენიშვილი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი თვლის, რომ სახელმწიფო ვერც იცავს წყლის რესურსს და ვერც ისე მართავს, რომ ეკონომიკური ეფექტი მიიღოს. ამ კონტექსტში მკვლევარი ლაპარაკობს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით წყლის მართვის სფეროში აღებულ ვალდებულებაზე, რაც განმარტებულია წყლის ჩარჩო-დირექტივით. მთავარი პრინციპი კი წყლის რესურსების არა ცენტრალიზებული, არამედ აუზებად დაყოფა და მართვაა. როგორ არის შესაძლებელი წყლის მდგრადი მართვა? ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ მომზადებული გამოკვლევის - "საქართველოში წყლის მართვის ეკონომიკური ინსტრუმენტები" - ავტორები ხაზს უსვამენ ქვეყანაში წყლის რესურსების შესწავლის, მისი მდგომარეობის მონიტორინგისა და მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნის მნიშვნელობას. "წყლის რესურსების მოვლისთვის საფასურის გადახდა გარდაუვალია", - ამბობს ლევან ფავლენიშვილი "დილის საუბრებში". ის ერთ-ერთ გამოწვევად ასახელებს წყლის რესურსებზე მონიტორინგის სისტემის შექმნასაც და ამას ფინანსურად სავსებით შესაძლებელ ამოცანად ხედავს. ვინ რაზე უნდა იყოს პასუხისმგებელი, როგორ უნდა მოხდეს ფასწარმოქმნა წყლის რესურსზე და ვინ რისთვის, რამდენი უნდა გადაიხადოს? ამ კითხვებზე პასუხები მოისმინეთ ინტერვიუში ლევან ფავლენიშვილთან:

გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG