Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა წევრმა ქართული ოცნების აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა


ბათუმის პოლიცია

ბათუმის პოლიცია

ბათუმის პოლიციამ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც შეტყობინება მიიღო ბათუმის მეცხრე საარჩევნო უბანთან მომხდარი ძალადობის შესახებ. კერძოდ, უბანთან მყოფმა მოქალაქე ლამარა კენჭაძემ, რომელიც სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" აქტივისტია, პოლიციას მიმართა, რომ ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა წევრმა ჯელალ ქიქავამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მომჩივანი ირწმუნება, რომ ქიქავამ ფეხი ჩაარტყა, ავტომანქანის კარი მიუჯახუნა და შეაგინა. ბათუმის პოლიციის სამმართველოში გამოძიება დაიწყო კენჭისყრის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობის ფაქტზე.

არასწორია
არასწორია

რადიო თავისუფლების კორესპონდენტს ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა წევრმა, ჯელალა ქიქავამ უთხრა, რომ მას ქართული ოცნების აქტივისტისთვის, ლამარა კენჭაძისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თავად ლამარა კენჭაძე კი საარჩევნო უბანთან ამომრჩევლების მოსყიდვას ცდილობდა.

XS
SM
MD
LG