Accessibility links

მანიპულაციის 10 სტრატეგია


სილვიან ტიმსიტი (Sylvain Timsit) 2002 წ .

„ტოტალიტარულ სახელმწიფოში არა აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობს ხალხი, რადგან მთავრობას შეუძლია ფიზიკური ძალით მოსახლეობის კონტროლი. როდესაც ხალხის კონტროლი ძალის გამოყენებით შეუძლებელია,მაშინ ამის მიღწევის სტანდარტული საშუალება პროპაგანდაა“ - ნოამ ჩომსკი.

1. ყურადღების გადატანა

საზოგადოების მართვის ძირითადი ელემენტია ხალხის ყურადღების გადატანა მნიშვნელოვანი პრობლემებიდან ნაკლებად მნიშვნელოვან შეტყობინებებზე.

საინფორმაციო სივრცე გამუდმებით გადატვირთულია წვრილმანებით. მოსახლეობას აღარ უნდა რჩებოდეს დრო მნიშვნელოვანი კითხვების გასაანალიზებლად პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, კულტურაზე ან სოციალურ პრობლემებზე.

2. პრობლემის შექმნა, შემდეგ კი მისი გადაწყვეტის შეთავაზება

ხელოვნურად იქმნება პრობლემა, რომელიც აიძულებს საზოგადოებას მოახდინოს რეაგირება და დათანხმდეს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც სახელმწიფო მათ ტექნიკურად თავაზობს და რომლის თავსმოხვევა თავიდანვე იყო ჩაფიქრებული. მაგალითად, ქალაქებში ძალადობის (კრიმინალი, ტერორიზმი) ესკალაცია, რომ მოსახლეობამ თვითონ მოსთხოვოს სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის გაძლიერება.

3. დანერგვა თანდათანობით

ცვლილებების განსახორციელებლად, რომლებიც არასასიამოვნო იქნება მასებისთვის, საკმარისია მათი დანერგვა მოხდეს თანდათანობით, ეტაპობრივად. უმუშევრობის ზრდა, მოსახლეობის შემოსავლების შემცირება, არასტაბილურობა, ცხოვრების დონის შემცირება, გადასახადების ზრდა, სამუშაო ადგილების შემცირება, გაუმჭვირვალე პრივატიზაცია - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია არასასიამოვნო სიახლეების, რომელთა დანერგვაც ხდება ამ მეთოდით. თუ კი ყველა ეს სიახლე ერთდროულად განხორციელდება, ეს გამოიწვევს მოსახლეობის მასშტაბურ პროტესტს.

4. აღსრულების გადავადება

საზოგადოებას წარედგინება ნეგატიური, არაპოპულარული გადაწყვეტილება, როგორც „მტკივნეულად აუცილებელი“ ღონისძიება, რომელიც დაინერგება მომავალში. ადამიანისთვის ბევრად ადვილია მსხვერპლის გაღებას დაეთანხმოს მომავლისთვის, ვიდრე მიმდინარე მომენტისთვის. მოსახლეობა ყოველთვის ელოლიავება თავის გულუბრყვილო იმედებს იმაზე, რომ “ხვალ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება” და მსხვერპლი, რომელსაც ეხლა მისგან ითხოვენ, მომავალში საჭირო აღარ იქნება.

5. მიმართე ხალხს, როგორც პატარა ბავშვს

როცა აუცილებელია მსმენელების ფართო წრეს მივაწოდოთ არასასიამოვნო ინფორმაცია, გამოიყენება ისეთი ინტონაცია, მოსაზრება, ჟესტები და სიტყვები, თითქოსდა ორატორი ესაუბრება ბავშვებს. ამასთან რაც უფრო მეტად უნდა შევიყვანოთ შეცდომაში მოსახლეობა, მით უფრო მეტად ინფანტილური იქნება სპიკერის მეტყველება. ასეთი მეთოდი ძალიან ქმედითია იმიტომ, რომ როცა ადამიანს მიმართავ როგორც ბავშვს, რომელსაც არ შეუძლია კრიტიკულად აზროვნება, დიდია იმის ალბათობა, რომ მას ბავშვისთვის (გულუბრყვილო და მიმნდობი) დამახასიათებელი რეაგირება ექნება.

6. აქცენტის გადატანა განსჯიდან ემოციებზე

ემოციაზე ზემოქმედება არის კლასიკური ხრიკი, როდესაც მანიპულატორი მოქმედებს ორი მიმართულებით: ერთის მხრივ, დაიბლოკოს ადამიანთა რაციონალური ფიქრის და კრიტიკული ანალიზის უნარი, და მეორეს მხრივ, ემოციური ფაქტორი გზას ხსნის ადამიანის ქვეცნობიერისკენ, რათა იქ „ჩანერგოს“ იდეები, აზრები, შეხედულებები, შიშები, საფრთხის მოლოდინი, სურვილები და ქცევის გარკვეული მოდელები. როცა ადამიანებს ესმით საშინელ ტერაქტებზე, მასიურ სიკვდილზე, მოშიმშილე აფრიკელ ბავშვებზე, ხელისუფლების უსამართლო ქმედებებზე, ისინი განიცდიან შიშს, სასოწარკვეთას, აპათიას, მწუხარებას და სხვა უარყოფით ემოციებს.ემოციებით სავსე ადამიანს არ შეუძლია გაიაზროს თუ რამ გამოიწვია, ან რა იყო რეალური მიზეზი ამა თუ იმ მოვლენის. რამდენად სანდოა ის ინფორმაცია რომელსაც ვღებულობთ ?

7. უფერული ადამიანის მოდაში დამკვიდრება

საზოგადოებას მრავალი საინფორმაციო წყაროებიდან მიეწოდებათ ცნობები ადამიანების უხამსი, უტიფარი და მდარე საქციელის შესახებ ფაქტიურად ყველა სფეროში: პოლიტიკა, მეცნიერება, ხელოვნება, რელიგია და ა.შ. ჩვენ ყოველდღიურად გვესმის ცნობილი ადამიანების უზნეო გამოხტომებზე საზოგადოებაში, სენსაციურ სკანდალებზე, უსირცხვილო ქმედებებზე, უწმაწურ ლექსიკაზე.

ასე კი საზოგადოება დეგრადირდება, ცნობიერების სასარგებლო ინფორმაციით გამდიდრების შესაძლებლობას კარგავს. თუ ადამიანები უფრო გონიერები გახდებიან, ისინი მიხვდებიან რაც ხდება მათ გარშემო. მაგრამ ეს არ აწყობთ და სახიფათოც კია მმართველი პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტური ჯგუფებისთვის.

8. მოსახლეობის განათლების შეზღუდვა

მოსახლეობის განათლების ხარისხი უნდა იყოს საშუალო ან ძალიან დაბალი. მათი უმეცრება უნდა იყოს მუდმივად დაბალ დონეზე. საზოგადოებას მიეწოდება ისეთი ინფორმაცია და ისეთი რაოდენობით, რომ მათ შეეძლოთ შეასრულონ მათზე დაკისრებული ამოცანები და ვერ უნდა მიხვდნენ, რომ მათი მანიპულირება ხდება. განათლებულმა ადამიანმა კარგად იცის მასებზე ზემოქმედების პრინციპები და საშუალებები, მისი მართვა და აზრის თავსმოხვევა ან ზეწოლა კი ძალიან რთულია.

9. საკუთარი თავის დადანაშაულება

ამ მეთოდით ადამიანებს აიძულებენ დაიჯერონ, რომ მხოლოდ ის არის დამნაშავე საკუთარ უბედურებებში. ამის მიზეზი კი მისი გონებრივი შესაძლებლობების უკმარისობა, არასწორი მოქმედება ან არაჯეროვანი ძალისხმევაა. შედეგად, ადამიანი იწყებს თვითგვემას და ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებს, რაც იწვევს მის დამთრგუნველ მდგომარეობას, აპათიას და სრულ უმოქმედობას. ხოლო თუ სულის სიმტკიცე, ძლიერი ნებისყოფა და მოქმედების უნარი არ გაგაჩნია იქ ვერც სისტემას გაუწევ წინააღმდეგობას და პროტესტებში მონაწილეობის მიღებაზეც ლაპარაკი ზედმეტია.

10. იცოდე ადამიანზე იმაზე მეტი, ვიდრე მან საკუთარ თავზე

მასების სამართავად აუცილებელია გქონდეს ღრმა ცოდნა მეცნიერების ისეთი სფეროების, როგორიცაა მაგალითად ბიოლოგია, ნეირობიოლოგია, გამოყენებითი ფსიქოლოგია და ა.შ. მეცნიერების წყალობით “სისტემამ” ადამიანის შესახებ მოიპოვა უდიდესი ცოდნა და ინფორმაცია, როგორც ფიზიოლოგიის, ასევე ფსიქიკის სფეროში. ამდენად, სისტემამ უფრო მეტი იცის ადამიანზე, ვიდრე თვით ადამიანმა საკუთარ თავზე. ეს ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში სისტემა უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობს და უფრო მეტად შეუძლია ადამიანთა მართვა, ის წყვიტავს თუ ადამიანი რაზე იფიქრებს და რას მოიმოქმედებს.

ერთისთვის უფრო იოლია უმეცრებაში ცხოვრება, ხოლო მეორეს სურს იფიქროს საკუთარი თავით და ხედავდეს ცხოვრების ჭეშმარიტ მოვლენებს. როცა იცი, თუ როგორ ხდება ადამიანის ცნობიერებაზე ზემოქმედება და მანიპულაცია, შენზეა დამოკიდებული მისცემ მათ ამის უფლებას თუ არა.

სტატია მოამზადა: არჩილ სარალიძე

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

შეიძლება დაგაინტერესოთ

XS
SM
MD
LG