Accessibility links

"მკვლევრების 39% და მოსახლეობის 22% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებენ"


30 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ გრიგალაშვილი, "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) პოლიტიკის მკვლევარი. მან ილაპარაკა გამოკვლევაზე, რომლის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ექსპერტების შეფასებების შეჯერება საქართველოს განვითარებაზე, მისი ინსტიტუტების მუშაობაზე, დემოკრატიული ფასეულობების დაცვაზე, საგარეო პოლიტიკაზე, კორუფციაზე და ა.შ.. გამოკვლევის ავტორებმა ექსპერტების პასუხები შეადარეს საზოგადოების ხედვებს, რომლებიც მიმდინარე წელს "ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" (NDI) და "საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა" (IRI) გამოავლინეს თავ-თავიანთ გამოკვლევებში. მარიამ გრიგალაშვილმა ილაპარაკა ექსპერტებისა და ფართო საზოგადოების შეხედულებებს შორის მსგავსებებსა და განსხვავებებზე. ეს იყო GIP-ის მიერ ჩატარებული ექსპერტთა რიგით მეშვიდე გამოკითხვა.

Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG