Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამ ჯაში: "ვტოვებ "ქართული ოცნების" უმრავლესობას"


უმრავლესობის დატოვების შესახებ 14 ნოემბერს მარიამ ჯაშმაც განაცხადა: "მე ვტოვებ "ქართული ოცნების" უმრავლესობას და შესაბამისად, ვტოვებ, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას".

მარიამ ჯაშის განცხადებით, მისთვის პრინციპული იყო პარლამენტს მხარი დაეჭირა პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის და ასევე პრინციპულია უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებაც:

"მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე, ბუნებრივია, მხარი დავუჭირე პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს დისკუსია რომელი საარჩევნო სისტემაა უკეთესი, ამ შემთხვევაში ჩვენ 2 თვის წინ პირობა, რომელიც მივეცით ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგობრობას 93 დეპუტატის თანხმობით და ხელმოწერით, ეს იყო პრინციპული საკითხი, რომ გაგვეტანა აღნიშნული გადაწყვეტილება.

ჩემთვის ყოველთვის საამაყოდ დარჩება და ბუნებრივია, მხოლოდ დადებითად, პოლიტიკური გადმოსახედიდან, ის ინიციატივები და ის ნამდვილად ისტორიული ცვლილებები, რომლებიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მოიტანა საქართველოში. ყოველთვის ვიამაყებ ჯანდაცვაში, ციხეში, განათლების სისტემაში განხორციელებული რეფორმებით, მაგრამ ეს არის პრინციპული გადაწყვეტილება, რომლის არმიღება დღეს მე არ შემიძლია", - უთხრა მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG