Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიამ ჯიშკარიანმა სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს მოუგო


მარიამ ჯიშკარიანი
მარიამ ჯიშკარიანი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “ემპათიის” დირექტორის მარიამ ჯიშკარიანის მიმართ საქართველომ დაარღვია კონვენციის მერვე მუხლი, რომელიც გულისხმობს პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას.

საქმე ეხება ახლა უკვე ყოფილი იუსტიციის მინისტრის განცხადებას, როდესაც კოტე კემულარიამ 2005 წელს, მინისტრობის პერიოდში, მარიამ ჯიშკარიანს მედიის საშუალებით ბრალი დასდო კორუფციაში. ცენტრის დირექტორი, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი, იმ დროს აღწერდა ციხეში არსებულ ვითარებას და აფიქსირებდა წამების ფაქტებს.

მარიამ ჯიშკარიანი ცილისწამების საქმეზე
please wait

No media source currently available

0:00 0:01:09 0:00

მარიამ ჯიშკარიანმა ცილისწამებისთვის ქართულ სასამართლოში იჩივლა, თუმცა საქმე ვერცერთ ინსტანციაში ვერ მოიგო. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ადგილობრივმა სასამართლომ იუსტიციის მინისტრის მიერ გამოთქმული ბრალდებები მის პირად მოსაზრებად მიიჩნია და ჩათვალა, რომ ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ნორმებში.

მარიამ ჯიშკარიანის ადვოკატი ლია მუხაშავრია აღნიშნავს, რომ ეროვნულ სასამართლოში იუსტიციის მინისტრის მიერ გავრცელებული ცნობების უარყოფა და საპირისპიროს მტკიცება, როდესაც მოპასუხე იუსტიციის მინისტრია, პრაქტიკულად შეუძლებელია და ასეც მოხდა.

ლია მუხაშავრია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:00:46 0:00

როგორც სტრასბურგის სასამართლო ამბობს, კოტე კემულარიამ ჯიშკარიანი ისე დაადანაშაულა კორუფციაში, რომ არ იყო დასრულებული მისი საქმის მოკვლევა. მინისტრს არ ჰქონდა დადასტურებული ინფორმაცია ჯიშკარიანის შესაძლო უკანონო ქმედებაზე.შედეგად, სასამართლომ საქართველოს დააკისრა ჯიშკარიანისთვის არამატერიალური ზიანის ანაზღაურება 1 500 ევროს ოდენობით და სასამართლო ხარჯების დაფარვა, რაც 1 833 ევროს შეადგენდა.

საქართველოს აქვს სამთვიანი ვადა, რომ გაასაჩივროს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება,თუმცა ადვოკატი ლია მუხაშავრია ფიქრობს, რომ ეს არ მოხდება და კანონში შევა ისეთი ცვლილებები, რომლებიც ზეწოლისა და რეპუტაციის შელახვისგან დაიცავს თავად ადამიანის უფლებათა დამცველებსა და ექსპერტებს.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG