Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში რჩება


მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც 15 წლის ლუკა სირაძეზე ზეწოლა ბრალდება, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ჩოლოიანისთვის პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

თავად ბრალდებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, საქალაქო სასამართლოში არ გამოცხადებულა. მის ინტერესებს სასამართლოში რამდენიმე ადვოკატი იცავს.

სასამართლოზე ბრალდების მხარემ ათტომიანი საქმე წარმოადგინა, რასაც, თავის მხრივ, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ოთხი ტომი დაემატა.

პროკურორ ლევან ქუთათელაძის განმარტებით, ჩოლოიანის წინააღმდეგ არსებობს მოწმეთა ჩვენებები, ასევე ვიდეოჩანაწერიც.

თავის მხრივ, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი არჩილ შაბაშვილი ამბობს, რომ ვიდეოჩანაწერი საკმარისი მტკიცებულება არ არის.

„ვიდეოჩანაწერზე არსად ჩანს, რომ ვინმე ვინმეზე ზეწოლას ახორციელებს. გამომძიებელს, თავისთავად, კომუნიკაცია ჰქონდა და ეს ჩანს, მაგრამ საუბარი არ ისმის ვიდეოფაილში და ამიტომ მხოლოდ ამ ვიდეოზე დაყრდნობა საკმარისი არ არის.

ქალბატონ მარიანას არანაირი შემხებლობა არა აქვს ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სულ სხვა ბრალს წაუყენებდნენ“, - აცხადებს არჩილ შაბაშვილი.

15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობის მიზნით გადავარდა შენობიდან, 17 დეკემბერს გარდაიცვალა საავადმყოფოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG