Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარკ ზაკერბერგის გამოსვლა სენატში


უკვე ნათელია, რომ ჩვენ ვერ ავირიდეთ თავიდან ფეისბუკის ინსტრუმენტების საზიანოდ გამოყენება. ეს ეხება გაყალბებულ ახალ ამბებს, უცხო ქვეყნის ჩარევას არჩევნებში, სიძულვილის ენას და მონაცემთა დაცულობას. ჩვენ საკმარისად ვერ შევაფასეთ დაკისრებული პასუხისმგებლობა, რაც დიდი შეცდომა იყო, ჩემი შეცდომა, და ვწუხვარ ამის გამო.

ერთ-ერთი ყველაზე დასანანი ფაქტი კომპანიის მართვის კუთხით არის ის, რომ დიდი დრო დაგვჭირდა, რათა 2016 წელს რუსეთის საინფორმაციო ოპერაციები აღმოგვეჩინა. ჩვენ ტრადიციულ კიბერშეტევას ველოდით, რომელიც დავაფიქსირეთ კიდეც და იმ კომპანიებს შევატყობინეთ, რომელთა „გატეხვასაც“ აპირებდნენ. თუმცა, დაგვაგვიანდა ახალი საინფორმაციო ოპერაციების აღმოჩენა.

ამგვარ თავდასხმებს განაპირობებს ის, რომ რუსეთში არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი და სხვა ინტერნეტსისტემების ექსპლუატაციით არიან დაკავებულები. ეს ერთგვარი „გამალებული შეიარაღებაა“. ისინი დაიხვეწებიან ამ საქმეში და ჩვენც უნდა განვაგრძოთ ინვესტირება იმისათვის, რომ უკეთესები გავხდეთ. სწორედ ამიტომ აღვნიშნე, რომ წლის ბოლომდე კომპანიაში გვეყოლება 20 000-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე შინაარსის განხილვაზე იმუშავებენ.

2016 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენი პრიორიტეტი იყო სხვების არჩევნების ხელშეუხებლობის დაცვა მსოფლიოში, მაგრამ, ამასთან, ვცდილობდით თვალყური გვედევნებინა რუსეთის ინტერნეტკვლევების სააგენტოს საქმიანობისთვის. ის რუსეთის მთავრობის ნაწილი იყო და 2016 წელს მოქმედებდა. გასულ კვირაში მოვახერხეთ გაგვერკვია, რომ რამდენიმე რუსული მედიაკომპანია, რომელიც რუსული მარეგულირებლის ლიცენზიით მოქმედებდა, სწორედ ამ სააგენტოს საშუალებით ოპერირებდა და მათგან კონტროლდებოდა. ამგვარად, გასულ კვირაში გადავდგით ჩვენთვის საკმაოდ გადამწყვეტი ნაბიჯი და დავბლოკეთ რუსეთში ლიცენზირებული საინფორმაციო ორგანიზაციების ფეისბუკანგარიშები. ეს იმ ოპერაციის ნაწილი იყო, რომლის ფარგლებშიც გავაუქმეთ რუსეთის უფრო ფართო ქსელში შემავალი 270 ყალბი ანგარიში და გვერდი.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG