Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 მარტის მსვლელობა მშრომელი ქალებისთვის


ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, თბილისში ეწყობა სარვამარტო მსვლელობა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარე სოფო ჯაფარიძე, გიორგი გვახარიას სტუმარია. გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ იგი გვაცნობს ტექსტს მანიფესტისა, რომელიც სწორედ ამ აქციასთან დაკავშირებით გავრცელდა. „არ არსებობს უმუშევარი ქალი!“ - ასე დაარქვეს მანიფესტს მსვლელობის ორგანიზატორებმა. სათაურიდან ჩანს უკვე, რომ სარვამარტო აქცია, პირველ რიგში, სოციალურ პრობლემებზე გაამახვილებს ყურადღებას, კერძოდ, ისეთ თემებზე, როგორიცაა შრომა, თანასწორობა, დეკრეტი, გარემო და სხვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ქალებისთვის სამუშაო საათების მკაცრ რეგულირებას. აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ შესრულდეს კანონი და ქალებს არავინ მოსთხოვოს კვირაში 40 საათზე მეტხანს მუშაობა.

მანიფესტში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ საზოგადოების თითოეული წევრის მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ არის მხოლოდ ოჯახის ვალდებულება. აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ სახელმწიფოსგან უზრუნველყოს ყველა მოქალაქისთვის მისაღები გარემო. გარდა ამისა, ისინი გამოდიან ხარისხიანი ჯანდაცვის მოთხოვნით. აღნიშნავენ, რომ ექთნები, რომლებიც ძირითადად არიან ქალები, უდიდესი დატვირთვის მიუხედავად, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი სამუშაო ძალაა, ქალების რეპროდუქტიული ჯანმრთელობა კი ჯერ კიდევ არ არის პრიორიტეტი.

აქცია გაიმართება 8 მარტს, 16 საათზე, თბილისში, რუსთაველის მეტროსთან.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG