Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთაწმინდის ოლქის არჩევნები და კანდიდატთა ნომინირების პროცესი


ავტორი: მარიამ თოდუა

პრესაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რადგან ამ დროს ხდება არჩევნებისათვის მზადება. უმთავრესი მნიშვნელობა მაინც ნომინირების პროცესს აქვს, რადგან შერჩეული კანდიდატი წარმოადგენს პარტიის პრესტიჟს არა მხოლოდ არჩევნებში, არამედ მის შემდეგაც.

მთავარი კითხვა, რომელიც დაისმის, არის : ვინ ახდენს ნომინირებას და რა გზით? რატომ შეირჩა კონკრეტული კანდიდატი და რას სთავაზობს იგი ამომრჩეველს.

საქართველოს მაგალითი რომ განვიხილოთ ამ ჭრილში საკმაოდ ბუნდოვანია. ყოველი პარტია თავისთვის აყალიბებს იმ რეგლამენტს, რომლის მიხედვითაც ხდება შერჩევა. გვაქვს პრაიმერების გამოცდილებაც, თუმცა საკმაოდ სუბიექტური და არ აქვს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა. ზოგადად ქართული პარტიები ბევრ პრობლემას წააწყდნენ პოლიტიკურ ველზე, რაც ბუნებრივია ახლად წარმოქმნილი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის.

დღევანდელი ვითარების უკეთესად აღქმისთვის შევეცდები განვიხილო 2019 წლის შუალედური მთაწმინდის არჩევნები, რომელიც ტარდება, რადგან ოლქიდან არჩეული დამოუკიდებელი კანდიდატი- სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

დავიწყოთ მმართველი გუნდის კანდიდატით, ვლადიმერ კახაძეთი და ეტაპობრივად განვიხილოთ რიგი პროცესები. „ქართული ოცნება“ წარდგენილია, როგორც მემარცხენე ცენტრისტული, თუმცა უფრო მუტაბელურია აღმოჩნდა და არ ექცევა იდეოლოგიურ ჩარჩოში.ნომინირების პროცესს რაც შეეხება საკმაოდ ბუნდოვანია, ხდება ეს ადმინისტრაციულ დონეზე თუ უფრო ცენტრალიზებულია სისტემა. როგორც ბატონი ვლადიმერი აცხადებს წინამდებარე პერიოდში, ის არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ , რომ კანდიდატი უნდა გამხდარიყო. ამიტომ, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მისი კანდიდატურის წარდგენა იყო ძალიან ფარული ან საკმაოდ სპონტანური.

შემდეგი კანდიდატია ჰერმან საბო, გირჩის კანდიდატი. ეს არის ლიბერტარიანული პარტია, მკვეთრად გამორჩეული გამმიჯნავი ხაზებით. ნომინირების პროცესი ასეთ პარტიებში უფრო დემოკრატიულია. ეს პარტია გამოირჩევა არაორდინალური წინასაარჩევნო კამპანიით. მაგალითისთვის, ყველა ამომრჩეველს სთხოვს გადაეწეროს მთაწმინდაზე, რაც ერთი მხრივ, არაეთიკურია, ხოლო მეორე მხრივ, კანონი არ ზღუდავს ფაქტობრივი მისამართის ცვლილებას. სწორედ ასეთი მეთოდებით დაიხსნა გირჩმა 15,000 პირი ჯარისაგან, რითაც პოპულარულობა მოიპოვა ახალგაზრდებში, რადგან ახალგაზრდების გარედან წამოსულ იმპულსებს უპასუხა.

ამ არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატიც გვყავს, გრიგოლ გეგელია. იგი დამოუკიდებლობას პოლიტიკურ ველზეც ინარჩუნებს და ხშირად კრიტიკული კომენტატორია ამა თუ იმ პარტიების ქცევასთან დაკავშირებით. მისი მესიჯბოქსები მკაფიო და სწორხაზოვანია, მთავარი პრიორიტეტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს მიენიჭება. გრიგოლ გეგელია აცხადებს , რომ იდეოლოგიურად მემარცხენე ფლანგის წარმომადგენელია და ეს არის ყველაზე სწორი იდეოლოგია, რომელიც მთლიანად ერგება საზოგადოების მოთხოვნებს. თავის გამოსვლებში, გაჭირვებული ფენის მომრავლებას და მათი მნიშვნელობის დღის წესრიგიდან ამოვარდნას, ან ზოგ შემთხვევაში ბოლო პლანზე წამოწევას იგი მემარჯვენე პარტიების სიმრავლეს აბრალებს. აცხადებს, რომ საჭიროა მემარცხენე ხმის არსებობა პარლამენტში და ასევე ყურადღების გამახვილება სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, მითუმეტეს იმ ქვეყანაში , სადაც ყოველი მე-5 ბავშვი შიმშილობს.

ევროპული საქართველოს და თავისუფალი დემოკრატების ერთობლივი კანდიდატია შალვა შავგულიძე, რომელიც ცნობილია იმით, რომ იყო გვირგვლიანის ოჯახის ადვოკატი. სწორედ მან გაიტანა ეს საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და მოიგო. ორივე ზემოაღნიშნული პარტია არის მემარჯვენე-ცენტრისტული. ისინი აცხადებენ, რომ თავისუფლება არის ადამიანის მთავარი ღირებულება. კანდიდატიც საერთო წარადგინეს, რადგან მათი შეხედულებები ხშირად იკვეთება და მათი აზრით, შალვა შავგულიძე არის სწორი კანდიდატი, რადგან თავისუფლებისთვის და სამართლიანობისთვის ბრძოლაში ამ ადამიანმა თავისი თავი მკაფიოდ გამოაჩინა. ეს ბლოკი მომხრეა ქვეყანა გადავიდეს მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ხელმოწერებსაც აგროვებდნენ ამისთვის.

ეს იყო 4 კანდიდატის მიმოხილვა, რომლებიც განსხვავებულ აქცენტებს აყენებენ და სხვადასხვა ღირებულებებით ცდილობენ ელექტორატის მიზიდვას. როგორც ჩანს, თითოეული მათგანი პასუხობს პარტიის ღირებულებებსა და იდეოლოგიას, რადგან სწორედ ისინი იყვნენ ნომინირებულნი და შერჩეულნი. დღეს სწორედ ისინი წარმოადგენენ ამა თუ იმ პარტიის სახეებს.

ნომინირების პროცესი შეიძლება განვიხილოთ ინკლუზიურიდან ექსკლუზიურ მაჩვენებლამდე, ანუ ვინ არის ჩართული კონკრეტული პარტიის ნომინირების პროცესში, ვინ არის სელექციონერი? ელექტორატი, აქტივისტთა ჯგუფი, შიდაპარტიული კოლეგია თუ უშუალოდ ერთი ლიდერი. ამ არჩევნებში ნათლად გამოიკვეთება გააკეთეს თუ არა სწორი არჩევანი ამ კანდიდატების დაყენებით პოლიტიკურმა პარტიებმა და რამდენად შეესაბამება ხალხის აზრი და წარმოდგენა მთაწმინდის მაჟორიტარზე იმ ადამიანების აზრს, რომლებმაც ნომინირება გაუწიეს კონკრეტულ კანდიდატს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG