Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოჭიდავე ლევან არაბული ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გავიდა


საჩემპიონო ბრძოლაში ლევან არაბული ხვალ დაუპირისპირდება რუმინელ ალინ ალექსუს ჩიურარიუს.
საჩემპიონო ბრძოლაში ლევან არაბული ხვალ დაუპირისპირდება რუმინელ ალინ ალექსუს ჩიურარიუს.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ლევან არაბულმა რომში დღეს დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე სამი შეხვედრა მოიგო და 130 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალის საგზური მოიპოვა.

ქართველმა მძიმეწონოსანმა ერთნაირი ანგარიშით - 9:0 დაამარცხა იტალიელი ელ მადი როკარო, გერმანელი იელო კრამერი და ფინელი არვი მარტინ სავოლაინენი. საჩემპიონო ბრძოლაში კი არაბული ხვალ დაუპირისპირდება რუმინელ ალინ ალექსუს ჩიურარიუს.

ხვალვე, 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ნუგზარ წურწუმია, რომელმაც ორი შეხვედრის მოგების შემდეგ, ნახევარფინალში დაკარგა ოქრო-ვერცხლის შანსი.

ფინალური ბლოკის შეხვედრები ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. იქამდე კი, დილიდან, ევროკონკურენციაში ჩაებმებიან ამირან შავაძე (60 კგ), გიორგი შოთაძე (67 კგ), იური ლომაძე (72 კგ), ლაშა გობაძე (82 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ).

XS
SM
MD
LG