Accessibility links

მრავალფეროვნების შიშით


ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია თბილსში. 2017 წლის 17 მაისი

ევროპის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული გამოკვლევის თანახმად, მოსახლეობის 36%-ს მრავალფეროვნების ეშინია - ისინი მიიჩნევენ, რომ ეს კულტურისა და ტრადიციების საწინააღმდეგო იარაღია. ამ კვლევაში სხვაც ბევრი საყურადღებო დაკვირვებაა საქართველოში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციის ფაქტების მიმართ დამოკიდებულებების თაობაზე. აი, მაგალითად:

კითხვაზე, მრავალფეროვნება უარყოფითი მოვლენაა თუ დადებითი?

  • გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ ეს დადებითი მოვლენაა. 36%-მიიჩნევს, რომ არა და ამას იმით ხსნის, რომ მრავალფეროვნება საფრთხეს უქმნის კულტურასა და ტრადიციებს.

რელიგიური მრავალფეროვნების შემთხვევაში:

  • მოსახლეობის 44% ფიქრობს, რომ ეს უარყოფითი მოვლენაა.
  • 46% კი მას დადებითად მიიჩნევს.

კითხვაზე: როდესაც უმცირესობებზე ფიქრობთ საქართველოში, რომელი ჯგუფი გახსენდებათ?

  • 36% პასუხობს - არ ვიცი/არ მახსენდება.
  • 30% ასახელებს ეთნიკურ უმცირესობას.
  • 10% - რელიგიურს.
  • 6% - შშმ პირებს.

კითხვაზე, ჩამოთვლილთაგან ვის არ ისურვებდით თქვენს მეზობლად?

  • 67% ასახელებს ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს.
  • 54% ლგბტ ადამიანებს.
  • 24% გადამდები დაავადების მქონე ადამიანებს.
  • 6% მიგრანტებს აზიიდან და ა.შ.

რაც შეეხება საქმიან ურთიერთობებს:

  • გამოკითხულთა 80% მხარს უჭერს საქმიან ურთიერთობებს ამერიკელებთან და რუსებთან.
  • 54% - აფრიკელებთან.
  • 70% გამოკითხულებისა აცხადებს, რომ ის არ იმუშავებდა ლგბტ ადამიანთან ერთად. უფრო კონკრეტულად, 22% ანუ ხუთი ადამიანიდან მხოლოდ ერთი უჭერს მხარს ჰომოსექსუალთან საქმიან ურთიერთობას.

კვლევამ აჩვენა, რომ ზოგადად, ლგბტ ადამიანების მიმართ არსებული განწყობები ნებისმიერი სხვა ჯგუფის მიმართ არსებულზე უარესია.

გამოკვლევის თანახმად, ახალგაზრდები უფრო ტოლერანტები არიან - 18-23 წლის ახალგაზრდებში ტოლერანტობის საშუალო მაჩვენებელი 16%-ია და ასაკის მატებასთან ერთად იკლებს. 85 წელს ზემოთ ადამიანების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 7%-ია.

  • გამოკითხულთა მხოლოდ 69% თვლის, რომ უმცირესობებს აქვთ ხმის მიცემის უფლება.
  • 55% მიიჩნევს, რომ მათ შეუძლიათ ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა.
  • არის ისეთი 39%-ც, რომელიც მიიჩნევს, რომ უმცირესობებს არა აქვთ უფლება წამოაყენონ საკუთარი კანდიდატურა არჩევნებზე.

კითხვაზე, რომელია ეთნიკური უმცირესობებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა?

  • 38% მიიჩნევს, რომ ეს ქართული ენის უცოდინრობაა.
  • 26% კი ფიქრობს, რომ მათ პრობლემები არა აქვთ.
  • ეთნიკური აზერბაიჯანლები (50%) ქართული ენის არცოდნას პრობლემად ეთნიკურ ქართველებსა და სომხებზე მეტად აღიქვამენ. სომხებისთვის უფრო დიდი პრობლემაა სახელმწიფოს სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა (19%) და პოლიტიკაში არასათანადო წარმომადგენლობა (17%).

რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებთან ჩატარებული ფოკუსჯგუფების შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები, უფრო დიდ პრობლემას აწყდებიან ქვეყანაში, ვიდრე პირიქით.

  • მუსლიმებსა (17%) და არამართლმადიდებელ ქრისტიანებთან (20%) შედარებით, ორჯერ მეტი მართლმადიდებელი ქრისტიანი, 44% მიიჩნევს, რომ რელიგიური უმცირესობები პრობლემებს არ აწყდებიან.

კვლევის მონაწილეებს ჰკითხეს, თუ რა პრობლემები აქვთ, მათი აზრით, შშმ პირებს საქარველოში.

  • 39% ამბობს, რომ დამსაქმებლებს ურჩევნიათ, არ დაასაქმონ ისინი.
  • მოსახლეობის ერთი მესამედი (34%) ფიქრობს, რომ ქალები საქართველოში არ აწყდებიან რაიმე ტიპის კონკრეტულ პრობლემას. გამოკითხულთა ის ნაწილი კი, ვინც ასეთ პრობლემას მაინც გამოყოფს, ამბობს, რომ ყველაზე მთავარი დღეს ოჯახში ძალადობაა (34%). 18% კი ამ კონკრეტულ პრობლემად სექსუალურ შევიწროებას ასახელებს.

    კითხვაზე, საქართველოში რომელი ჯგუფის მიმართ გამოიყენება სიძულვილის ენა ყველაზე ხშირად, 43% პასუხობს, რომ ეს ლგბტ თემია. 20% იეჰოვას მოწმეებს ასახელებს, 15% კი - რუსებს.

  • გამოკითხულთა 45%-ს სიძულვილით მოტივირებული დანაშაული პრობლემად არ მიაჩნია. თუმცა აქაც გამოკითხულთა 42 % ამბობს, რომ ყველაზე ხშირად სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მსხვერპლები ლგბტ თემის წევრები ხდებიან.

კითხვაზე, საქართველოში უნდა იკრძალებოდეს თუ არა პოლიტიკოსის მიერ სიძულვილის ენის გამოყენება საჯარო სივრცეში?

  • 90% ფიქრობს, რომ არ უნდა იკრძალებოდეს.
  • 89% ფიქრობს, რომ ასევე არ უნდა იკრძალებოდეს მედიის მიერ ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ხალხს ეთნიკური ნიშნით ძალადობისკენ მოუწოდებს.

ევროპის საბჭოს ეს ანგარიში 2018 წლის ივლისი-სექტემბრის პერიოდში CRRC საქართველომ ჩაატარა. მასში 2205 რესპონდენტი მონაწილეობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG