Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის მომხრეები მის გათავისუფლებას ითხოვენ და არ ეპუებიან პოლიციას

23 იანვარს ათასობით დოემონსტრანტი გავიდა რუსეთის ათობით ქალაქის ქუჩებში, მიუხედავად ყინვისა და პოლიციის მიერ ძალის გამოყენებისა. ისინი ითხოვენ, გაათავისუფლონ ოპოზიციონერი ლიდერი, ალექსეი ნავალნი, რომელიც გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ დააკავეს მოსკოვის აეროპორტში. კრემლის კრიტიკოსი ბერლინში მკურნალობდა საბრძოლო ნივთიერება "ნოვიჩოკით" მოწამვლის შემდეგ. ვარაუდობენ, რომ მის მოწამვლაში ფსბ-ს ოფიცრები მონაწილეობდნენ. თავად ნავალნი მასზე თავდასხმაში ადანაშაულებს რუსეთის ხელისუფლებას, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
უფლებადამცველთა თქმით, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და რუსეთის სხვა ქალაქებში გამართულ საპროტესტო აქციებზე 240-მდე ადამიანი დააპატიმრეს.

ჩამოტვირთე მეტი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG