Accessibility links

ნაწყვეტი მასწავლებლის ჩანაწერებიდან


ავტორი: ნანა ომანაშვილი

ჩემი ცხოვრება და მოღვაწეობა სოფელ მუღანლოში 6.03.2016-ში დაიწყო. გარშემო დიდი მინდვრები, სუფთა ჰაერი და უამრავი შინაური ცხოველია. გავიცანი მოსწავლეები, მასწავლებლები (მათ შორის ქართველებიც). არ ვიცი წინ რა მელის, როგორ გავიტან თავს. თავგადასავლების მოყვარულებო მომბაძეთ! სოფელი გზას მოწყვეტილია. რამდენიმე კილომეტრი უნდა გავიარო ცენტრალურ გზამდე რომ ჩავახწიო. ჩემმა დიასახლისმა ქართული არ იცის და ქმრისა და შვილის მეშვეობით ვაგებინებ რაღაცეებს. წერით უნდა გავირთო თავი, იქნებ რამეში წამადგეს.

დღეს 30 მარტია. თითქმის სამი კვირა მიილია, რაც სოფელ მუღანლოში გადმოვცხოვრდი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე ქარია და ძალიან ცივა ამ სოფელში ყოფნა მაინც სასიამოვნოა. გავყურებ სკოლის ფანჯრიდან ბუნებასდა ვხვდები აქაურობას უკვე შევეჩვიე.

დღეები დღეებს მისდევდა, მუღანლოში ჩემი ცხოვრება და მოღვაწეობა თვიდანთვემდე სხვადასხვანაირად ვითარდებოდა. მოღვაწეობის სამმა თვემ ბურანში და ეფორიაში გაიარა. ზაფხულის არდადეგები მშობლიურ სოფელში გავატარე. აქტიურად დავიარებოდი აქეთ-იქით, დაკარგული ენერგიის აღდგენას ვცდილობდი, მომავლის გეგმებს ვაწყობდი. დადგა სექტემბერი და ისევ მუღანლო, ახალი საცხოვრებელი, ძველი სკოლა და ახალი გამოწვევები. დაიწყო ათ თვიანი მოგზაურობა კახეთის ორ რაონს შორის. მიყვარს გზა და ფიქრი. დაუსრულებლად შემიძლია ვიარო, როგორც ფეხით ასევე სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით. ჩემთვის გზა ერთგვარი შვებისა და განტვირთვის საშუალება.ამ დროს საკუთარ თავთან სრულიად შიშველი ვრჩები. აი რატომ მყვარებია გზა.

სკოლამ და იქ მყოფმა საზოგადოებამ არაერთი გამოცდა მომიწყო. ზოგი გამოცდა წარმატებით ჩავაბარე, ზოგში-ჩავიჭერი. პარალელურად მაგისტრატურისა და მასწავლებლის გამოცდისთვის ვმეცადინეობდი. ახალი დიასახლისი საყვარელი და თბილი ბებო იყო. ქართული კარგად იცოდა და ბევრს ვლაპარაკობდით(სამაგიეროდ აზერბაიჯანული ვერ ვისწავლე). ტასო ბებეოს ცხრა შვილი და უამრავი შვილიშვილი ჰყავდა. ხშირად გვსტუმრობდნენ ხოლმე,თუმცა ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, მე დიდად სტუმართმოყვარე არ ვარ :)

ივლისი, გამოცდების ციებ-ცხელება. დღე პირველი: გამოცდა მაგისტრატურაში და საკუთარი თავით უკმაყოფილო მე. დღე მეორე: დილის სესია- საგნის გამოცდა, შუადღის სესია- მაგისტრატურა, საკუთარი თავით კმაყოფილი მე. დღე მესამე: საგნის გამოცდა და საკუთარი თავით უკმაყოფილო მე. საღამოს ტანსაცმელი მოვაგროვე და ბათუმისკენ ავიღე გეზი. ძალების აღდგენა მესაჭიროებოდა, წინ კიდევ მელოდა შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები.

ისევ სტუდენტი ვარ. საგნის გამოცდაც წარმატებით ჩავაბარე და ისევ ეთნიკურ უმცირესობებთან დაბრუნებას ვცდილობ . ხო, ყველაფერი ხომ მსხვერპლს მოითხოვს და მეც საკუთარი სამსახური შევწირე პროფესიული განვითარებისკენ მიმავალ გზას მსხვერპლად.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG