Accessibility links

"ძალადობის მსხვერპლის პრობლემა ხშირად სიდუხჭირეა"


საქართველოს რეალობა აჩვენებს, რომ ადამიანებს კვლავაც ბევრი რამ უშლით ხელს, ილაპარაკონ ოჯახში ძალადობაზე. კონკრეტულად მსხვერპლები კიდევ უფრო მეტად ფრთხილობენ მიმართონ სახელმწიფო უწყებებს, რადგან ისინი ვერ ხედავენ რეალურ გზას ჩივილიდან გამოსავლამდე, ან არ სურთ "გაწირონ" მოძალადე. საია მეორე წელია ახორციელებს საინფორმაციო კამპანიას - "ილაპარაკე". საია-ს პროექტის კოორდინატორ ნინო ჩიხლაძის განმარტებით, კამპანიის მიზანი იყო ინფორმაციის გავრცელება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სწორი სამართლებრივი ქმედების შესახებ. არსებით პრობლემად "დილის საუბრების" სტუმრები ასახელებენ ძალადობის მსხვერპლის გაძლიერების პროგრამების დეფიციტს. თავშესაფრისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ეტაპების შემდეგ მსხვერპლი კვლავ მარტო რჩება თავისი პრობლემების წინაშე, რომელთაგან წამყვანი სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევებია. ასეთ დროს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იძულებული ხდება დაბრუნდეს ძალადობრივ გარემოში - ოჯახში, რომელსაც მანამდე გამოერიდა. საია-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლევან ქათამაძე ამბობს, რომ კამპანიის - "ილაპარაკე" სამიზნე მხოლოდ ქალები არ არიან, არამედ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი კაცებიც. ის ასევე მიმართავს ძალადობის მსხვერპლს, ვისაც არ სურს პირდაპირ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს, დაუკავშირდეს საია-ს ცხელ ხაზზე 2995076 და მიიღონ უფასო იურიდიული კონსულტაცია.

Direct link

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG