Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსეთის მხარის მიერ ჩადენილი დანაშაული არის ცალსახა, მასშტაბური"


5-12 დეკემბერს ჰააგაში გაიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წევრი სახელმწიფოების ასამბლეა, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა. ოფიციალური დელეგაციის მიღმა ჰააგაში გაიმართა შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობდნენ "სისხლის სამართლი საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის" წევრები. მათ შორის იყვნენ ნათია კაციტაძე, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი და ნინო ჯომარჯიძე, "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი. ნინო ჯომარჯიძემ ყურადღება გაამახვილა აგვისტოს ომით დაზარალებულთა საჭიროებების უზრუნველყოფის საკითხზე და ICC-ს დაზარალებულთა ნდობის ფონდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, დახმარება გაუწიოს ამ ადამიანებს, ვინც ომის შედეგად დაზარალდა. ნათია კაციტაძემ აღნიშნა, რომ ჰააგაში ინტერესი გამოიწვია ბოლო ხანს საქართველოში, წინასაარჩევნო კონტექსტში ჰააგის ტრიბუნალის საკითხის გააქტუალურებამ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თვლიან, რომ სასამართლომ მეტად უნდა იზრუნოს აგვისტოს ომზე მიმდინარე გამოძიების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაზე და რომ ყველაზე ნეიტრალურად სწორედ ICC შეძლებს გამოძიების პროცესის ახსნას საზოგადოებისთვის. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ასამბლეაზე განიხილეს, არის ჰააგის ტრიბუნალის მომავალი პროკურორის არჩევა (დაგეგმილია 2021 წელს) და აღინიშნა, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს. "დილის საუბრების" სტუმრების განმარტებით, პროკურორობის კანდიდატი შეიძლება იყოს როგორც ICC-ს მონაწილე, ისე არაწევრი სახელმწიფოს მოქალაქე. მთავარი კრიტერიუმები იქნება მისი კვალიფიკაცია და დამოუკიდებლობა. საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა დიდი წვლილი შეიტანეს აგვისტოს ომის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევებისა და სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულის შესახებ მსხვერპლებისა და მოწმეებისგან ინფორმაციის მოგროვებაში.

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG