Accessibility links

"კომპლემენტარობის პრინციპიდან გამომდინარე, გამოძიება უნდა გაგრძელდეს ეროვნულ დონეზეც"


ნინო ჯომარჯიძე და ნინო ცაგარეიშვილი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი აგრძელებს 2016 წელს დაწყებულ გამოძიებას 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში სავარაუდოდ ჩადენილ ომისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულებს. პროცესი კონფიდენციურია და გამოძიების ეტაპების, შინაარსის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ჰააგის ტრიბუნალი გამოძიების გზით ავლენს და სასამართლოს წინაშე წარადგენს ცალკეულ ფიზიკურ პირს, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. ჰააგის ტრიბუნალიარ იხილავს არც იმას ვინ დაიწყო ომი და არც ამა თუ იმ დანაშაულში რომელიმე სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხს. თეორიულად, ჰააგის ტრიბუნალის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს პირი ნებისმიერი მხრიდან, ვინც ჩაიდინა ომისა და კაცობრიობის წინაშე დანაშაულები. აგრეთვე ICC არ ასამართლებს ყველას, ვისაც ასეთი დანაშაული აქვს ჩადენილი, არამედ ის ავლენს იმ პირებს, ვინც ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი მასზე.

ამ სრულიად არაპროგნოზირებადი პროცესის მიზანი არის სამართლიანობის აღდგენა ომის მსხვერპლებისა და ომით დაზარალებულებისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ, რომელიც სწორედ ჰააგის პროცესის მხარდაჭერისთვის შეიქმნა, მოამზადა ანგარიში - „10 წელი აგვისტოს ომიდან“, რომელშიც მოთხრობილია როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ისტორია, იურისდიქცია, სტრუქტურა, სამართალწარმოების ეტაპები, აგრეთვე საქართველოს სიტუაციის გამოძიება. ანგარიშის ძირითადი ნაწილი კი გახლავთ ომით დაზარალებული თემის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა. ნაშრომის თანაავტორებმა გამოკითხეს 2417 დევნილი ოჯახი. მათი მოლოდინები, მყისიერი საჭიროებები და რეალური მდგომარეობაა ასახული გამოცემაში, რომელსაც ექვსი ავტორი ჰყავს: მარიამ ანთაძე, ნათია კაციტაძე, ნიკა ჯეირანაშვილი, ნინო ცაგარეიშვილი, ნინო ჯომარჯიძე და ნონა ქურდოვანიძე.

სამოქალაქო სექტორმა შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი 2008 წლის ომის დასრულებიდან დღემდე დანაშაულების დოკუმენტირების მხრივ და დღემდე აგრძელებს ამ საქმიანობას, მათ შორის - ICC-ს მიერ წარმოებულ პროცესთან თანამშრომლობის გზით.

რადიო თავისუფლების ეთერში ნინო ცაგარეიშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის თანადირექტორი და ნინო ჯომარჯიძე, საია-ს სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი ლაპარაკობენ როგორც ICC-ს მიერ წარმოებულ პროცესზე, მის მიმართ მოლოდინებზე და სწორი ინფორმაციის გავრცელების პრობლემაზე, ისე ომით დაზარალებულთა გამოკითხვის პროცესსა და შედეგებზე:

დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG