Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ავტოსაგზაო შემთხვევები ბედისწერა არ არის. მათი აცილება შეიძლება"


11 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: ეკატერინე ლალიაშვილი,"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე და ნოდარ ტანგიაშვილი, "აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის" (EWMI) მრჩეველი საჯარო პოლიტიკისა და ანგარიშვალდებულების საკითხებში. ეკატერინე ლალიაშვილმა აღნიშნა, რომ ქულათა სისტემის შემოღებამ კარგი შედეგი გამოიღო, თუმცა, სტატისტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება მოზარდი მგზავრების უსაფრთხოების დაცვა. ამ კონტექსტში ის უკვე წლებია ლაპარაკობს საბავშვო სამგზავრო სავარძლის სავალდებულო გამოყენების საკითხზე. 10 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე ითქვა, რომ კანონმდებლები შეუდგებიან მუშაობას საბავშვო სამგზავრო სავარძლების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ნოდარ ტანგიაშვილმა აღნიშნა, რომ პრობლემა არასისტემური მიდგომაა. ის თვლის, რომ უნდა იყოს ორგანო, რომელიც მუდმივად მიადევნებს თვალს საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხს და იზრუნებს ცვლილებების მომზადებაზე. სტუმრები თანხმდებიან, რომ ქულათა სისტემამ პირველადი ეფექტი მოახდინა, თუმცა, საჭიროა დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რომ ეფექტიანობა შენარჩუნდეს. ეკატერინე ლალიაშვილი თვლის, რომ საგზაო უსაფრთხოების საკითხში პრემიერ-მინისტრიც უნდა ჩაერთოს.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG