Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მუსიკოსი ოზი ოსბორნი, Black Sabbath-ის ლეგენდარული ვოკალისტი


ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ინგლისელი როკ-მუსიკოსი, მეტალ-ბენდ Black Sabbath-ის ლეგენდარული ვოკალისტი ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაცვალების შესახებ ცნობა მისმა ოჯახმა გაავრცელა 22 ივლისს. ის ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.

მას სამი კვირის წინ ჰქონდა გულშემატკივრებთან გამოსამშვიდობებელი კონცერტი მშობლიურ ქალაქ ბირმინგემში, ინგლისში.

ოსბორნს პარკინსონის დაავადების დიაგნოზი ჰქონდა.

ამას გარდა, 2019 წლიდან ებრძოდა ჯანმრთელობის სხვა არაერთ პრობლემას.

ოზი ოსბორნი 1948 წლის 3 დეკემბერს დაიბადა ბირმინგემში.

1970-იან წლებში, ჯგუფ Black Sabbath-თან ერთად მეტალის ჟანრის დაბადებას ჩაუყარა საფუძველი და სამუდამოდ შეცვალა მსოფლიოს როკ-მუსიკის ინდუსტრია.

ოსბორნი გამორჩეული მუსიკოსი იყო - გამორჩეული ვოკალით, ექსცენტრიკულობით სცენაზე თუ მისტიკური ელემენტების შემოტანით ბენდისა თუ სოლო კარიერაში.

ბოლო კონცერტისას ღამურას გამოსახულებიან სავარძელში იჯდა.

1982 წელს, ერთ-ერთ კონცერტზე ოსბორნს გულშემატკივარმა ესროლა მკვდარი ღამურა, მომღერალმა კი, რომელსაც ეგონა, სათამაშო მესროლესო, ღამურას თავი მოაჭამა.

2019 წელს ოსბორნმა თავმოჭმული სათამაშო ღამურების გაყიდვა დაიწყო.

Black Sabbath-ის ჰიტებს შორისაა სიმღერები: Iron Man, Paranoid, War Pigs, Crazy Train და სხვები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG