Accessibility links

"უმჯობესია, სამართლიან თამაშის წესებზე წამოვიდეს და იყოს ძლიერი ოპოზიცია პარლამენტში, ვიდრე ეს ნულოვანი თამაში ითამაშოს"


ოთარ კახიძე, ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე

ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე 25 ნოემბრის „დილის საუბრებში“ უმრავლესობის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ისაუბრა რისკებზე, რასაც ხელისუფლება შეუქმნიდა საკუთარ თავსა და ქვეყანას, თუკი უარს იტყოდა ოპოზიციის შეთავაზებაზე - ე.წ. „გერმანულ მოდელზე“:

“უმჯობესია, სამართლიან თამაშის წესებზე წამოვიდეს და იყოს ძლიერი ოპოზიცია პარლამენტში, ვიდრე ეს ნულოვანი თამაში ითამაშოს, სადაც გამარჯვებული დამარცხებულს გაანადგურებს. რადიკალიზმი და ბოლომდე ვა ბანკზე წასვლა ამ შედეგამდე მიგვიყვანს, რაც არ არის სასურველი არც ქვეყნისთვის და პირველ რიგში ივანიშვილისთვის არ არის სასურველი”.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „თემა დახურულია. 2020 წლისთვის შენარჩუნდება შერეული საარჩევნო სისტემა“ და კიდევ, აღნიშნა, რომ გათვალისწინებული იქნება მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ და ამისთვის 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საერთო-სახალხო კენჭისყრაზე დადგება საარჩევნო რეფორმის საკითხი. ამან გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლება 2024 წელსაც არ აპირებს არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას.

ოთარ კახიძისა და მთლიანად ოპოზიციური სპექტრისთვის სრულიად ნათელია, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხის ჩაგდება ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო და „დილის საუბრებში“ კიდევ ერთხელ განმარტავს:

„ამ კანონპროექტის მხარდამჭერი დეპუტატები წავიდნენ პარტიიდან, ხოლო „მეამბოხე აჯანყებულები“ დარჩნენ და დაწინაურდნენ. ეს რაღაც ანომალიაა ხო? რატომ წავიდა ჩუგოშვილი, ქაცარავა და ხულორდავა და რატომ დარჩა დაჩი ბერაია და დიმიტრი ხუნდაძე? იმიტომ, რომ პარტიის პოზიცია სინამდვილეში ის იყო, რა გადაწყვეტილებაც მიიღეს. ამიტომ, ამას - როგორი დამწუხრებულები და დაღვრემილები არიან ახლა, ბოდიში ჟარგონისთვის, არავინ ჭამს.

ივანიშვილმა იცის, რომ ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება და ძვირი დაუჯდება, თუ გაუწევს წინააღმდეგობას სამართლიან მოთხოვნას. ეს არ არის პარტიული მოთხოვნა. მასზე დგას ჩვენი დემოკრატიის ბედი“, - განაცხადა ოთარ კახიძემ 25 ნოემბერს დილით, ვიდრე „ქართული ოცნება“ გამოაცხადებდა თავისი გადაწყვეტილების შესახებ.

please wait

No media source currently available

0:00 0:19:39 0:00
Direct link


დაწერეთ კომენტარი

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

გამოიწერეთ ჩვენი შეტყობინებები

XS
SM
MD
LG